Saturday, April 13, 2019

ინტელის კურსის რეფლექსია

დღეს ვამთავრებთ ტრენინგს.დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა ჩვენ ვისწავლეთ პროექტზე მუსაობა, გავიარეთ ინტელის რვა მოდული, დავამუშავეთ  არა ერთი საინტერესო თემა.შემდეგ.დავიწყეთ თვითოეული პროექტის პრეზენტაცია,მოვისმინეთ ყველა პედაგოგის პრეზენტაცია,განსაკუთრებით მომეწონა თამარ ჭინჭარაულის პრეზენტაცია რუსთავის ისტორიაზე.
დავამთავრეთ ჩვენი ტრენინგი ,დიდი მადლობა ქალბატონ ლიას.

ჩემი პროექტი "გაზაფხულის სასკოლო წიგნი"

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მერვე დღე

დღეს  განვიხილეთ   ინტელის მე-7 მოდული. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები.  ჩვენი პროექტების გეგმები დავხვეწეთ, კორექტირება შევიტანეთ.დღეს ძალიან ბევრი სამუშაო გვქონდა .იმედი მაქვს, კარგი გამოვა ჩემი პროექტი.

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს  განვიხილეთ მე- 6 მოდული-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით სხვადსხვა მიდგომის დავალებები.1.ნიჭიერი მოსწავლეებისათვის,2.სსსმ მოსწავლეებისათვის და 3.არაქართველოვანი მოსწავლეებსათვის.შევასრულეთ  დიფერენცირებული დავალებები.დღეს იყო მეტად შრომატევადი დღე.

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს  ვიმუშავეთ   V  მოდულზე-  პროექტის შეფასებაზე  პროექტის შეფასების რუბრიკებზე..გავაკეთეთ  პროექტის შეფასების რუბრიკები.
მე დავამუშავე:
1.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და 2.წერითი შეფასების რუბრიკა.
იყო ძალიან შრომატევადი და  ნაყოფიერი დღე .
მადლობა დიდი ქალბატონო ლია .

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს საინტერესო დღე იყო. განვიხილეთ საავტორო უფლებები.,საავტორო უფლებების ქაოსი.გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი,სადაც ავიღე 80%.
განვიხილეთ საავტორო უფლებათა აცოციაცია,საძიებო სისტემები.  ძიების სინტაქსი.
ბოლოს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.