პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება -,,რეპრესიები საქართველოში’’-რევაზ ინანიშვილის ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე’’-ს
მიხედვით
|
2. პროექტის ავტორი -გარდაბნის მუნიციპალიტ-ის სოფ.ქესალოს საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუიზა პეტრიაშვილი
|
3. პრობლემის ანალიზი -
·
საქართველოში
რეპრესიის თემაზე ინფორმაცია მხოლოდ არქივებშია დაცული. ,,დაკარგული ისტორია-‘’ ასე
უწოდეს რეპრესიების პერიოდს 1937-1953 წლამდე.პოლიტიკური სისტემის შენარჩუნების მიზნით
მოხდა ათეულ ატასობით ადამიანის ლიკვიდაცია.
·
პრობლემა მნიშვნელოვანია
იმით,რომ მოსწავლეები გაიაზრებენ ,თუ რა საშინელებები გადაიტანეს რეპრესირებული ოჯახის
წევრებმა,გაეცნობიან საბჭოთა ეპოქის თავისებურებებს,შეადარებენ ლიტერატურულ ნაწარმოებში მოცემულ ფაქტებს სინამდვილეში
არსებულ დოკუმენტურ ფაქტებთან.
·
პროექტი ხელს
შეუწყობს მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას,
,,საბჭოთა ოკუპაციის’’ მუზეუმში ვიზიტი და იქ ნანახი დოკუმენტური მასალა დაეხმარება
კარგად გაიგონ და გაიაზრონ -,,წითელი ტერორის’’,სტალინის პერიოდის ტერორიზმის არსი.
|
4. პროექტის მიზანი-ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თვალსაწიერის გაფართოებას
და ინტერესის აღძვრას შესასწავლი მასალისადმი.დაანახოს კავშირი ეპოქებს შორის და
დაინახოს განსხვავება მათ შორის.ჩამოუყალიბდეთ კულტურულ მემკვიდრეობებთან ურთიერთობის
უნარი,ისწავლონ მასალებზე დაყრდნობითფაქტების გაანალიზება,სიღრმისეული წვდომა,გაუჩნდეთ
ტოლერანტობის და თანაგანცდის უნარი, ისწავლონ განსხვავებულის მიმღებლობა.
|
5. პროექტის ამოცანები
·
მოსწავლეებმა
გაიგონ მეტი საბჭოთა რეპრესიების შესახებ,დაათვალიერონ ,,ოკუპაციის მუზეუმში ფოტო
და ვიდეო მასალები რეპრესირებულ ადამიანებზე.
·
მოიძიონ ინფორმაცია
ინტერნეტში რეპრესირებულ ქართველ მწერლებზე და კლასში ჯგუფური მუშაობის დროს წარმოადგინონ
პრეზენტაციები.(რამდენიმე ჯგუფი გააკეტებს პრეზენტაციას სხავდასხვა მწერალზე).
·
დაწერენ საშინაო
დავალებას- ესეს, ქართულ ენაში, თემაზე-,,რაზე მიგვანიშნებს მოთხრობის სათაური?,,პატარა
ბიჭი გოლგოთაზე“-გადმოეცით თქვენი აზრი.
·
ესეს წერისას
მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევას და ჩამოაყალიბებენ და გაანალიზებენ თავიანთ პოზიციებს.
|
6. მოსალოდნელი შედეგები-ქართ.საბ.4-ტექსტის კრიტიკული გააზრება კონტექსტური
ფაქტორების გათვალიწინებით(მიმართულება-ტექსტის გაგება-გაანალიზება).
ქართ.საბ.11-სწავლის
პროცესში გამოყენებული სტრატეგიების გაცნობიერება,გაანალიზება და
შეფასება მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით.(
მიმართულება-სტრატეგიების გამოყენება).
მოსწავლეები
გაიღრმავებენ ცოდნას,გაეცნობიან ფოტო,ვიდეო მასალას.სხვადასხვა სახის დოკუმენტებს,ნივთიერ
მასალებს და დაკითხვის ოქმებს.
მუზეუმში მოისმენენ
საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეძღვნება ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ
გმირებს.
|
7. მიზნობრივი ჯგუფი მე-8 კლასი
|
8. ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები
და ვადები
ამოცანა-მუზეუმში
მიღებული შთაბეჭდილებების ჩაწერა, დახარისხება და პროექტის პრეზენტაციისათვის მზადება.(დაახლოებით
ერთი კვირა).
საქმიანობა-მასწავლებელი
ატარებს ჯგუფურ სამუშაოს თემაზე-,,ქართველი რეპრესირებული მწერლები’’. პირველი ჯგუფი
აკეთებს მიხეილ ჯავახიშვილზე, მეორე ჯგუფი-რევაზ ინანიშვილის ოჯახძე, მესამე-ნოდარ დუმბაძის გამწარებულ
ბავშვობაზე.პრეზენტაცეიბის მერე
მასავლებელი
აფასებს ჯგუფებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებებს.
ამოცანა-ესეს
წერა საშინაო დავალება,(ესეს წერისთვის ეძლევათ
სამი დღე).
საქმიანობა-მოსწავლეებმა
უნდა გაიაზრონ რას ნიშნავს სათაურში მითითებული
სიტყვა, გადმოსცენ საკუთარი ინტერპრეტაცია, დააფიქსირონ რას ფიქრობენ ამ თემაზე.
ამოცანა-მოსწავლეები
ინფორმაციას გადასცემენ(.ერთი კვირა).
საქმიანობა-მოსწავლეები
სკოლის სააქტო დარბაზში სლაიდშოუს გამოყენებით
აუდიტორიას გააცნობენ პროექტის ეტაპებს ,აჩვენებენ ფოტოებს ,აკეტებენ კომენტარებს.პასუხობენ
შეკითხვებს.
|
რეფლექსია
მე-8 კლასში
განვახორციელე პროექტი -,,რეპრესიები საქართველოში“ -რევაზ ინანიშვილის მოთხრობის მიხედვით.
ნაწარმოების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს დაებადათ კითხვები-რატომ გაწირეს ამ ბიჭის
მამა, რატომ დააობლეს პატარა ბიჭი? რისთვის აპატიმრებდნენ ათასობით ასეთ ადამიანებს?
გადავწყვიტეთ,მოგვეწყო ექსკურსია ,, საბჭოთა ოკუპაციის
მუზეუმში“.ეს მუზეუმი ამჟამად განთავსებულია ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და იქ ინახება უამრავი მასალა, რომელიც მოპოვებული უშიშროების
არქივებიდან, საცავებიდან,ოჯახებიდან.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოკუმენტური ფოტოები, მოისმინეს
მუზეუმსი საგანმანათლებლო პროგრამ ქვეყნის
დამოუკიდებლობისატვის მებრძოლ გმირებზე.მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაცია ჩაიწერეს,
დაახარისხეს და ექსკურსიის დაბრუნებიდან მეორე დღესვე დაიწყეს მზადება პრეზენტაციებისთვის.მათ კრგად გაართვეს
თავი ამ დავალებებს.ჯგუფებში იყო მოტივაცია
და მოსწავლეები ხალისით მუშაობდნენ.ესეს წერის დროს გამოიკვეთა მათი ნააზრევი,
კარგად იმსჯელეს და ბევრმა შექებაც დაიმსახურა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შეეძინათ სხვადასხვა
წყაროზე მუშაობის უნარი, მარტივი კვლევის და შეგროვილი მასალი დახარისხება -გამოყენების
უნარი. ვთვლი, რომ ეს კარგად გამოუვიდათ.პროექტის კეთების შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება,შეაგროვებენ
სხავდასხვა კულტურულ ძეგლებზე ინფორმაციას და მიღბულ ინფორმაციას და გამოცდილებას გაუზიარებენ
სხვებს.
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
1.პროქტის აქტუალობის
დასაბუთება
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
2.აქტივობების
შესაბამისობა გეგმასთან
|
|||
3.მოსწავლეთა
ჩართულობა
(ცოდნის გამომჟღავნება)
|
ხელნაწერთა მუზეუმში.მე-8 კლასი.
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი -
|
ლუიზა პეტრიაშვილი
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის
სოფელი ქესალო
|
||
სკოლა
|
გარდაბნის მუნიც . ს.ქესალოს საჯარო სკოლა
|
||
პროექტისმონახაზი
|
|||
პროექტისდასახელება
|
|||
პროექტის სრული დასახელება-,,გაზაფხულის
სასკოლო წიგნი’’.
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
გაზაფხულის დადგომისთანავე დამებადა ეს იდეა, რომ
შემექმნა ,,გაზაფხულის სასკოლო წიგნი“. მოსწავლეების დახმარებით და სურვილით
დავიწყეთ პროექტის კეთება. დასაწყისში კითხვა-პასუხის (ჩემს მიერ შედგენილი კითხვარის ) რეჟიმში
შევიმუშავეთ გეგმა.1.კლასმა უნდა შექმნას კედლის გაზეთი,2.პროექტის
მსვლელობისას მოსწავლეები შექმნიან
ნამუშევრებს გაზაფხულის თემაზე.(ეს იქნება ნახატები, აპლიკაციები, ნაძერწი
ნამუშევრები ამ თემაზე შექმნილი).3. მასწავლებლის ორგანიზატორობით მოსწავლეები
მიდიან ექსკურსიაზე სადმე, ბუნებაში და აკეთებენ ჩანაწერებს.4. მოსწავლეები წერენ
თხზულებებს გაზაფხულის თემაზეექსკურსიის
შთაბეჭდილებებზე.. .5.მოსწავლეების პრეზენტაციები ( ესეს წაკითხვა). 6.პროექტის
შეფასება.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
ქართული ენა და ლიტერატურა
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
დაწყებითი-IVკლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
ერთი
თვე
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი სტანდარტები
|
|||
ქართ.დაწყ.(I).2სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება
და გადმოცემა.
ქართ.დაწყ.(I).4 ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტაქსური
კონსტრუქციების სათანადოდ გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის
საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(II).10.
ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა.
|
|||
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
21-ე საუკუნის მოსწავლეებისათვის აუცილებელია ადაპტაცია განსხვავებულ როლებსა
და პასუხისმგებლობებთან.საჭიროა სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებულ ჩარჩოს მიღმა ცოდნის ამაღლება და უწყვეტი განათლებისთვის მზაობა.
|
|||
შემოქმედებითობადა
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა
და გამომგონებლობისდემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება,
განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი
პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების
პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო
მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის
დემონსტრირება;
●
პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
როგორ იცვლება სამყარო ჩვენს თვალწინ?
|
||
თემატური კითხვები
|
·
რის
გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომ უკეთ დაინახონ სამყაროს სილამაზე?
·
რამდენად შეიძლება წერა გახდეს საინტერესო
შემოქმედებითი თავისუფლების მიცემით?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
·
რომელი მწერლის ნაწარმოები გახსენდებათ
გაზაფხულის თემაზე?
·
რომელი ლექსი შევისწავლეთ ბოლოს გაზაფხულზე?
·
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წიგნი თქვენთვის?
·
რომელი თემა იყო განსაკუთრებით საინტერესო
პროექტზე მუშაობისას?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
1.მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება.
2.გონებრივი იერიში..
3.ვიცი-მინდა
ვიცოდე-რა ვისწავლე.
|
1. მოსწავლის ნამუშევარი
2. თვალსაჩინოდ დახაზული ასოციაციური რუკა
3.თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი.
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
1.ჯგუფებზე დაკვირვება.
2.ვიდეო და ფოტო ჟურნალები.
3.პროექტის გეგმები.
|
1.კითხვები,ჩეკლისტები
2.ფოტოების
თანმიმდევრობა და სურათების სია, ვიდეო
სცენების გრაფიკი.
3.ჩეკლისტები,მინიშნებები.
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
1.პროდუქტები.
2.შესრულებები.
3.წერითი და ზეპირი ტესტები.
|
1.რუბრიკები
და ქულების მინიჭების ფორმები.
2.რუბრიკები და ქულების მინიჭების გზამკვლევი.
3.ტესტური კითხვები.
|
|
პროექტის დასაწყისში-
გამოვიყენებ გონებრივ იერიშს
,კითხვა-პასუხის რეჟიმში გავიგებ რა სჭირდებათ მოსწავლეებს
რა ინტერესები ამოძრავებთ.
გამოვიყენებ ასევე დიაგრამას-
,,რა ვიცი ,რა მინდა ვიცოდე“. ეს დიაგრამები დაეხმარება მოსწავლეებს , რის ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რის
სწავლა უნდათ. მოსწავლეები ინტერესდებიან შესასწავლი საკითხებით. პროექტის
დასაწყისში ვნახავ მოსწავლეთა ნამუშევრებს, შევამოწმებ და გავიგებ, რა დახმარება , რა მოთხოვნები
უნდათ.
პროექტის მსვლელობისას-
გამოვიყენებ ჯგუფებზე
დაკვირვებას, პროექტის გეგმებს, ვიდეოჩანაწერებს, ფოტოებს/ პროექტის გეგმები
დაეხმარება მოსწავლეებს , რომ გაუძღვნენ სწავლის პროცესს, ისინი დროში
გაანაწილებენ სამუშაოს.
პროექტ-ის დასასრულს-
გამოვიყენებ მოსწავლეთა
ნამუშევრებს, ნაწერებს ,პრეზენტაციებს .შეფასების სქემებს. ასევე,
წერილობით ტესტს ,რომელიც შეაჯამებს და ცოდნის დასაბუთების საშუალებას მომცემს .
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
პროექტის დაწყებამდე
მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციის
გაგების ,ანალიზის და შეფასების
, მოსმენის, ლაპარაკის და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარს.
მოსწავლეებმა
იციან წერის სტრატეგიები-ინფორმაციის და
საკუთარი აზრის წერილობით გადმოცემა.
შეუძლიათ გრამატიკული
და ორთოგრაფიული შეცდომების მონახვა და გასწორება.
კითხვის
-საინფორმაციო ან მხატვრული
ტექსტის წაკითხვა და წაკითხულის გააზრება ,ან მოცემული
ინფორმაციის გადმოცემა.
მოსწავლეებმა იციან ინფორმაციის მოძიება, ჯგუფებში მუშაობა და საერთო მიზნისთვის
მზადყოფნა.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეებს ვესაუბრები წელიწადის
დროებზე და ვეკითხები, რომელია, მათი საყვარელი პერიოდი. ბავშვები ამბობენ, რომ
გაზაფხულია. შემდეგ გონებრივი იერიშის საშუალებით ვეკითხები, რა შეიძლება
გავაკეთოთ, რომ დიდხანს დაგვამახსოვრდეს გაზაფხულის შთაბეჭდილება ? ხდება იდეების გენერირება,კლასს მცირე ზომის
ჯგუფებად დავყოფ,თითოეულ ჯგუფს
დავურიგებ ფლიპჩარტებს,რომლებზეც
სხვადასხვა საკითხი იქნება ჩამოწერილი.ჯგუფებს მივცემ დროს,რომ იმსჯელონ და
ჩამოაყალიბონ ამ საკითთან დაკავშირებული რაც შეიძლება მეტი იდეა.შემდეგ ჯგუფები
ფურცლებს გაცვლიან და დაამატებენ იდეებს.ბოლოს
თითოეული ფურცელი ისევ ჯგუფს უბრუნდება და აკეთებენ
პრეზებტაციებს,ასახელებენ ,რა იდეები აქვთ.
მოსწავლეების იდეების
შედეგებზე ვწერთ გეგმას.ეს იქნება -,,გაზაფხულის სასკოლო წიგნი’’.
პირველად, მოსწავლეები ქმნიან ნახატებს, აპლიკაციებს ,ნაძერწ ნამუშევრებს გაზაფხულის თემაზე. მოსწავლეებს
მოაქვთ საშინაო დავალების სახით მოტანილი ნახატები და ვაკეთებთ კლასში
გამოფენას.
პროექტის დასაწყისში გამოვიყენებ
დიაგრამას- რა ვიცი, რა მინდა
ვიცოდე, რა ვისწავლე. ეს დიაგრამა დაეხმარება მოსწავლეებს რის ცოდნა უნდათ, რა
ისწავლეს და კიდევ რის სწავლა უნდათ.მოსწავლეები ინტერესდებიან შესასწავლი საკითხებით, პროექტებით სწავლა
მათთვის სახალისო და საინტერესოა.
პროექტის დასაწყისში ვნახავ მოსწავლეების ნამუშევრებს, შევამოწმებ და
გავიგებ, რის დახმარება ,რა მოთხოვნები აქვთ.
როგორი უნდა იყოს ეს პროექტი?
·
სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე.
·
პროექტი ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება სტანდარტებს.
·
პროექტის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა და
უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით,პრეზენტაციით ან გამოფენებით.
როგორ
განხორციელდება პროექტით სავლება ჩემს კლასში? პირველ რიგში,მოხდება მოსწავლეთა
როლების გადანაწილება პროექტში და მათ მიეცემათ დავალებები,რომლებიც მოსწავლეებმა
უნდა შეასრულონ.
პროექტის დასაწყისში ,მოსწავლეებს სკოლის დირექციას, მშობლებს ვაჩვენებ
ბუკლეტს, სადაც მოკლე მონახაზი იქნება ჩვენი პროექტის-,,გაზაფხულის სასაკოლო
წიგნი’’.
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს.-,,გარეთ
გაზაფხულია.’’
კედლის გაზეთის შექმნის დროს ვეხმარები მოსწავლეებს, ვაწვდი საჭირო
ინფორმაციას,თუ როგორ შეარჩიონ სათაურები, რა უნდა ჩაწერონ შიგ. მოსწავლეები
აფორმებენ კედლის გაზეთს საკუთარი
ნახატებით.
შემდეგ კლასთან ერთად ვკითხულობთ
სხვადასხვა წიგნებს,სადაც გაზფხულის თემაა აღწერილი.ჩვენი შესწავლილი
მასალიდან გავიმეორეთ სხვადასხვა ლექსები და მოთხრობები გაზაფხულის თემაზე.ბოლოს
კი გადავწყვითეთ ხმამაღალი კითხვით წაგვეკითხა ასტრიდ ლინდგრენის-,,ბულერბიელი
ბავშვები“. მოსწავლეები კლასში
კთხულობენ ნაწყვეტს წიგნიდან,სადაც აღწერილია გაზაფხული ლამაზი
ბუნება,ჩამოთვლილია სხვადასხვა სახის ყვავილები. მოსწავლეებს ვეკითხები,
მოუსმინეთ ტექსტს ,დაასახელეთ გაზაფხულთან ასოცირებული სიტყვები და
ფრაზები.მოსწავლეებიც ასახელებენ-,,ნაკდული მოჩუხჩუხებს,თეთრყვავილა
ღაღანებს ხევში,მწვანე სასახლე,პრინცეს
ფურისულა .. ..
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს-რა განწყობა დაგეუფლა ამ წიგნის
წაკითხვისას?
რომელი ადგილები გაგონდება ამ ეპიზოდის წაკითხვის მერე? მოსწავლეები
პასუხობენ. მასწავლებელი ავალებს
მოსწავლეებს- ჩამოწერონ 10 საინტერესო სიტყვა და ამ სიტყვბის გამოყენებით
შეადგინონ პატარა მოთხრობა.
პროექტის მსვლელობისას
კლასი მიდის ექსკურსიაზე
ქალაქგარეთ, ბუნებაში, ათვალიერებენ
და იღებენ ფოტოებს, აკეთებენ ჩანაწერებს. აკვირდებიან ყვავილებს და
აყვავებულ ხეებს. მასწავლებელი ესაუბრება
მოსწავლეებს.მოსწავლეები იღებენ ფოტოებს.
სლაიდშოუს შექმნა შთბეჭდილებებზე, ყვავილებზე და გაზაფხულზე.მოსწავლე
იყენებს პროექტორს და თავის ნამუშევრის პრეზენტაციას აკეტრბს კლასის წინაშე.
პროექტის დასასრულს - მოსწავლეები წერენ თხზულებებს გაზაფხულზე.
წერის დროს ვაძლევ მითითებებს, როგორ დაწერონ, პრეზენტაცია როგორ
გააკეთონ.
თვთოეული წერს თავისუფალ
თემას-,,რად მიყვარს გაზაფხული?“ რომ გაუიოლდეთ წერა,ვაძლევ კითვებს,რომელზეც
უნდა გასცენ პასუხი და ისე დაწერონ თხზულებები.
მოსწავლეებნი კითხულობენ
თავიანთ ნაწერებს, აკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი აძლევს
შეფასებას. მოსწავლეები იღებენ
რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ
პროგრესზე სასწავლო მიზნების მიმართ.
პროექტის ბოლოს ვაკეთებ წერით და ზეპირ ტესტს, რომელიც
შეაჯამებს პროექტს და მომცემს ცოდნის დასაბუთების საშუალებას.შეფასების
მიცემისას აუცილებლად დადებითზე ვამახვილებ ყურადღებას და დავასრულებ პოზიტიური შეფასებით.
ბოლოს ვათვალიერებ მოსწავლეთა
შექმნილ პროდუქტს,შესრულებებს, ვაკეთებ უკუკავშირს .პროექტის ირგვლივ.ასევე
,ზეპირ და წერილობით ტესტებსაც ვიყენებ, სადაც მოსწავლეები ჩაწერენ დიაგრამაში-რა ისწავლეს. ახალი რა
ცოდნა შეითვისეს . ვაძლევ განმავითარებელ შეფასებებს. მოსწავლეები ასევე ავსებენ თვითშეფასების რუბრიკებსაც,რომლებიც
მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გააკეთონ რეფლექსია წინარე ცოდნასა და
გამოცდილებაზე,რაც მათ ახალი მასალის ადრე ნასწავლთან დაეხმარება.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება- გულისხმობს
მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მიდგომის
დავალებებს.
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
.როდესაც
კლასში არიან სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათთვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური, მათ საჭიროებაზე
მორგებული დავალებები.
სპეციალური
საჭიროების მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვეხმარები, ვაძლევ ადაპტირებულ ტექსტს,
ადვილად გასაგებ ტესტს.
სპეციალური
საჭიროებების მქონე მოსწავლეებს სჭირდება კომუნიკაცია, ამით ისინი ადაპტაციას ახერხებენ კლასში და იოლად ამყარებენ ურთიერთობას.
|
||
არაქართულენოვანი მოსწავლეები(მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არაქართულენოვანი მოსწავლეები უკეთესად
სწავლობენ, როდესაც ვთავაზობ ვიზუალურ მასალას, ფოტო-ვიდეო მასალას, ტაბულებს,
ჟურნალებს. ჩემი მოსწავლეები
არაქართველები არიან, თავიდან ლექსიკის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდათ
მეტი ვიზუალური მასალა, ამჟამად წიგნებს ვკითხულობთ ადაპტირებული პატარა წიგნებს.
არაქართულენოვან მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისას გამოვიყენებ შემდეგ დავალებებს:
წაიკითხონ ტექსტი, მერე მიცემულ სავარჯიშოში ჩასვან გამოტოვებული
სიტყვები.
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
როდესაც კლასში არიან
ნიჭიერი მოსწავლეები, საჭიროა, რომ
დავალებები მოარგო მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
მე მათ მივცემ
შედარებით რთულ და მაღალი სააზროვნო დონის
დავალებებს. მაგალითად- მოუძებნე
სიტყვას რითმა,ასევე-
დაწერონ თხზულება თემაზე-,,რად მიყვარს გაზაფხული“.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც
პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
||
ბეჭდური მასალები
|
სახელმძღვანელო.კლასგარეშე საკითხავი
ლიტერატურა.ასტ.ლინდგრენის-,ბულერბიელი ბავშვები“.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
ქაღალდები, წებო,მაკრატელი,მუყაოს ქაღალდი,ფერადი ფანქრები და
ფლომასტერები.გასანთლული ქაღალდები.ფოტოაპარატი.კომპიუტერი.მონიტორი.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
Google,youtube.
|
||
სხვა რესურსები
|
ექსკურსიისთვის გამოყოფილი
თანხა-ავტუბუსისთვის,საკვებისთვის და
არტაქციონებისთვის.
|
ძალიან საინტერესო პროექტებია.მომწონს!
ReplyDelete