რესურსი--ზმნიზედის ჯგუფები.
<iframe src="https://learningapps.org/watch?app=7052971" style="border:0px;width:100%;height:500px" webkitallowfullscreen="true" mozallowfullscreen="true"></iframe>
რესურსი-,,თავის გაწირვა მტრისათვის''.
https://learningapps.org/watch?v=pg4zio6gj19
ოთარ ჭილაძის ლექსი-,,ადამიანი გაზეთის სვეტში''.
სასწავლო ელექტრონული რესურსი-( რესურსის ავტორი ლუიზა პეტრიაშვილი)
იხ.ბმული -https://youtu.be/Wr13cXVKSik
<iframe width="560"
height="315"
src="https://www.youtube.com/embed/Wr13cXVKSik"
frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media;
gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe
მისაღწევი შედეგები
ესგ-ის მიხედვით
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
ვერბალური და არავერბალური საშუალებითგადმოცემული ინფორმაციის
გააზრებისა და ინტერპრეტირების უნარის განვითარება.ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან
მეორეში გადატანის უნარის განვითარება.
ინსტრუქცია
ჩემ
მიერ წარმოდგენილი სასწავლო ელექტრონული რესურსი -ზმნის დროები Learningapps.org-შია
შექმნილი, რომლის ელექტრონული მისამართია-
https://learningapps.org/view7488094
ელექტრონული რესურსი არის ინტერაქტიული სავარჯიშო-სათამაშო ტესტი.
ის წარმოადგენს ელექტრონულ კომპიუტერულ თამაშს დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის.
მას შემდეგ, რაც მოსწავლე გახსნის ბმულს,გამოჩნდება
ფიგურებად დაყოფილი დაფა, სადაც ზემო პანელზე მითიღებულია ზმნის დროები-ახლანდელი,
წარსული და მომავალი.როდესაც მოსწავლე თვითოეულ მითითებულ დროს აჭერს მაუსს, ის ლურჯდება
და შესაბამასი დროის ზმნები უნდა მოინიშნოს.სავარჯიშოს ფონად უდევს სპილოს
გამოსახულება.როდესაც სწორ პასუხს აღნიშნავ, სპილოს სურათი ნელ-ნელა გამოჩნდება.თამაში
დასრულებულია, როდესაც სპილოს ფოტო
მთლიანად გამოჩნდება.თუ ყველაფერი სწორეა,დაიწერება-თქვენ ყველაფერი სწორად
გააკეთეთ,კარგია!
რეფლექსია
●
ელექტრონული რესურსის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეთათვის
თამაშით სწავლება და ცოდნის განმტკიცება, რაც საკმაოდ სახალისო, საინტერესო და
ამასთანავე შედეგის მომტანიც იქნებოდა. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
ამოწმებს და თან აუმჯობესებს მოსწავლის ცოდნას ზმნის დროების შესახებ. სათაურთან ვაკეთებ პატარა შეხსენებას,
რომ ზმნა აღნიშნავს მოქმედებას და მას
დაესმის კითხვები: რა ქნა? რას შვრება? რას იზამს?.
●
ინტერაქტიული ტესტი-თამაშით მოსწავლეს უვითარდება ეროვნული სასწავლო გეგმით
მოთხოვნილი ძირითადი უნარ-ჩვევები, კერძოდ:
მიმართულება: მოსმენა-(კავშირი
ესგსთან)
ქართ. I. 1.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ
სამეტყველო სიტუაციებში.
● ასრულებს მასწავლებლის
მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
ქართ. I. 2.
მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი
ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
● წინასწარ მიცემული
გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით გადმოსცემს ფაქტებს.
მიმართულება:
კითხვა
ქართ. I. 7.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის
გაშიფვრა.
● სიტყვათა
ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას;
● დამოუკიდებლად
იგებს სავარჯიშოს პირობას;
● ამოკრებს
კონკრეტულ ინფორმაციას.
ძირითადი
თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი:
სიტყვებს აქვთ სხვადასხვა
მნიშვნელობა. ისინი აღნიშნავენ მოქმედებებს. სიტყვის შერჩევა შესაძლებელია
შინაარსის მიხედვით, რათა აზრი სწორად
გამოიხატოს.
გრამატიკული ასპექტი:
მოცემული სიტყვებითა და სურათებით
წინადადების კონსტრუირება;
რესურსის გამოყენებისათვის კლასში საჭირო იყო უწყვეტი ინტერნეტი, რომელსაც
ვავრცელებდი უსადენო ინტერნეტის საშუალებით. ასევე აუცილებელი იყო ინდივიდუალური
კომპიუტერები, რომლებიც ჰქონდა თითოეულ მოსწავლეს. მუშაობის
პროცესი მეტად სახალისო აღმოჩნდა. ელექტრონული რესურსის
გამოყენება მოსწავლეებს შეეძლოთ მრავალჯერადად და ეს იძლეოდა შეცდომის
აღმოფხვრის საშუალებას.
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ მოსაზრების თანმიმდევრულად ჩამოყალიბების
უნარი; ადეკვატური არგუმენტებითა და მაგალითებით დასკვნების
გამოტანისა და გამოყენების უნარი; თვითონვე აღმოაჩინეს და მიხვდნენ
მოქმედების რაობას და ადვილად პოულობდნენ უცხო ტექსტებში ზმნებს.
ძალიან კარგი და საინტერესო რესურსებია.
ReplyDeleteრა კარგი რესურსებია,მეტად მომეწონა,განსაკუთრებით-,,ადამიანი გაზეთის სვტში".
ReplyDeleteმადლობა.
ReplyDelete