გიორგი XI (ქართლის მეფე)

ოფიციალური სახელი:
|
გიორგი ბაგრატიონი
|
დაბადების თარიღი:
|
1651
|
გარდაცვ. თარიღი:
|
21 აპრილი, 1709 (58 წლის ასაკში)
|
კატეგორია:
|
სამეფო ოჯახის წევრი
|
ბიოგრაფია
ქართლის მეფე (1676-1688,
1703-1709). ვახტანგ V-ის ძე. მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1688 წელს აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან გიორგი XI-ს უღალატეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვერც ოსმალეთიდან მიიღო შეპირებული დახმარება. შაჰმა გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის ადგილზე ერეკლე I დასვა (1688). გიორგი XI-მ იმერეთს შეაფარა თავი და ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ამასობაში ირანში გაუარესდა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. ირანის იმპერიის შორეულ რაიონებში გაიზარდა მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისაკენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა ავღანეთში. შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი ავღანელთა წინააღმდეგ გამოყენებინა. თავის მხრივ, გიორგი XI-ს სურდა ტახტი დაებრუნებინა და გაეგრძელებინა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამიტომ იგი დათანხმდა წინადადებას და 1696 წელს ისპაჰანში გაემგზავრა. შაჰმა გიორგი XI კვლავ დაამტკიცა ქართლის მეფედ და დაავალა ავღანელთა დამორჩილება. გიორგი XI-მ აჯანყებულები მალე დაიმორჩილა, მაგრამ ავღანელებმა იგი ღალატით მოკლეს დიხ-შეიხში (ავღანეთი).
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.- გვ.161
ზედსართავი სახელები
ზედსართავი სახელები
აღნიშნავენ საგნის ნიშან-თვისებას.როგორია,რანაირია. კითხვებია_ როგორი? რანაირი? როდინდელი?სადაური?
ზედსართავი სახელები
გვაქვს:
![]() |
|||
![]() |
|||
ძირეული წარმოქმნილი
1. ძირეულს ჰქვია -ვითარებითი ზედსართავი სახელი.
2.წარმოქმნილს
ჰქვია- მიმართებითი ზედსართავი სახელი.
ძირეული ზედსართავებია:
თეთრი
შავი
დიდი
პატარა
ლამაზი
მწვანე
ყავისფერი
ლურჯი
ყვითელი
სუსტი
მსუქანი
განიერი
ფართო
წვრილი
მსხვილი
წარმოქმნილი ზედსართავი
სახელები ნაწარმოებია არსებითისგან, ზმნიზედისგან
ქუდიანი
ცოლიანი
ბეწვიანი
ეზოიანი
ულვაშიანი
თმიანი
ქუდოსანი
გვირგვინოსანი
ყვავილოვანი
გუშინდელი
ჩვენებური
აქაური
იქაური
სოფლელი
ქალაქელი
შარშანდელი
მდიდრული
ღარიბული
ზედსართავის ხარისხის
ფორმები
გვაქვს 3 ხარისხის ფორმა
1.დადებითი ხარისხი
2.ოდნაობითი ხარისხი
3.უფროობითი ხარისხი
დადებითი
|
ოდნაობითი
|
უფროობითი
|
თეთრი
|
მოთეთრო
|
უთეთრესი
|
წითელი
|
მოწითალო
|
უწითლესი
|
მაღალი
|
მომაღლო
|
უმაღლესი
|
ზედსართავი სახელების ბრუნება
ზედსართავები ისევე იბრუნება, როგორც არსებითი სახელები
სახ.წითელ-ი მწვანე
მოთხ.წითელ-მა
მწვანე-მ
მიც.წითელ-ს მწვანე-ს
ნათ.წითლ-ის მწვან-ის
მოქმ.წითლ-ით
მწვან-ით
ვით.წითლ-ად
მწვანე-დ
წოდ.წითელ-ო მწვანე-ვ
წითელი=თანხმოვანფუძიანია(კუმშვადი)
მწვანე=ხმოვანფუძიანი(კვეცად
მარტივი და რთული სიტყვები
1.მარტივია სიტყვა-
რომელიც შედგება მხოლოდ 1 ფუძისაგან (მაგ.ჯარი,კარი)
2.რთულია სიტყვა,
-რომელიც შეგება 2 ან მეტი ფუძისაგან.( მაგ.ჯარისკაცი, კარისკაცი)
რთულ სიტყვებს ჰქვია-
კომპოზიტები.
ზოგი რთული სიტყვა
ერთად იწერება, ზოგი- ცალკ-ცალკე.
1.თუ სიტყვის შიგნით 2 სხვადასხვა მნიშვნელობის სახელია, ის- ტირეთი
იწერება.
ასეთ სიტყვებში
2 ან მეტ ფუძეებში შუაში უნდა იგულისხმება(უნდა იყოს) ,,და“ კავშირი.
მაგალითად:
დედ-მამა- (დედა
და მამა)
ცოლ-შვილი-(ცოლი
და შვილი)
ქართლ-კახეთი-(ქართლი
და კახეთი)
ძალ-ღონე-(ძალ და
ღონე)
ფარ-ხმალი-(ფარი
და ხმალი)
ფშავ-ხევსურეთი-(ფშავი
და ხევსურეთი).
2.ერთად იწერება- 2 სიტყვის შედეგად შეერთებული სახელები,
მაგრამ აქვს 1 მნიშვნელობა.აქ ,,და’’ კავშირი არ შეიძლება.
დედინაცვალი
ჯარისკაცი
ქინძისთავი
ცისკარი
კარისკაცი
ცისარტყელა
ახალგაზრდა
ხელმოკლე
წყალსადენი
სულხან -საბა ორბელიანი
(1658-1724)
სულხან -საბა ორბელიანი
დაიბადა 1658 წელს ტანძიაში. მისი მამა იყო მეფის მდივანბეგი. სულხან საბამ მიიღო კარგი
განათლება. შემდეგ იგი გახდა მომავალი მეფის ,ვახტანგ მე-6’’- ის მასწავლებელი.
1698 წელს პოლიტიკური
მიზეზების გამო სულხან საბა ბერად აღიკვეცა. ის გახდა სასულიერო პირი.(ვინც ეკლესიაში
მოღვაწეობს).
ქართლის მეფის დავალებით
ორბელიანმა იმოგზაურა ევროპაში- საფრანგეთში, იტალიაში.მოიარა პარიზი, ჟენევა ,რომი
და სიცილია.
მერე ის მეფესთან
ერთად ისპაჰანშიც(სპარსეთი) იყო. შემდეგ წავიდა კონსტანტინეპოლში, სადაც დაიწყო ,,ლექსიკონის“
წერა. ამ ლექსიკონს დაერქვა-სიტყვის კონა.
ს.ს.ორბელიანს ძალიან
უნდოდა დაემყარებინა საქართველოს ევროპასთან კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა.1724 წელს
ის მეფის დავალებით წავიდა მოსკოვში , მაგრამ ორბელიანი ამ დროს უკვე მოხუცი იყო და იქ გარდაიცვალა. დაკრძალულია ვსესვიატსკოეში.(მოსკოვთან
ახლოს)
შემოქმედება
სულხან საბა ორბელიანმა
დაწერა -,,სიბრძნე სიცრუისა“-1686-1695 წლებში.
,,სიბრძნე-სიცრუისა“-
არის იგავ -არაკების კრებული, სადაც მწერალი აკრიტიკებს , დასცინის ადამიანის ცუდ და
მანკიერ თვისებებს.იგავებში ცხოველებია გამოყვანილი ,მიწერილი ადამიანის თვისებებით.
ვახტანგ VI და სულხან- საბა ორბელიანი.მწერალი აძლევს წიგნს-,,სიბრძნე-სიცრუისა“.
. ჭაში ჩავარდნილის იგავი
ამ იგავს ჰყვება
,,ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი-ავთანდილი.(იგავი დაწერილია ძველი ქართულით)
იგავი-არის რაიმე
ამბავი, რომელიც რაღაცას გვასწავლის
და მიგვანიშნებს.
,,ვეფხისტყაოსანი’’
მე-12 საუკუნეში დაიწერა. მისი ავტორია- შოთა
რუსთაველი.ეს არის დიდი პოემა მეგობრობასა და სიყვარულზე.
ავთანდილი
ჰყვება ამ იგავს და იუმორით ადარებს იმ ამბავს, როცა ასმათს უნდა დაუჯეროს, თუ უნდა
, რომ უცხო მოყმის ამბავი გაიგოს.
2. იგავი
ორი კაცი მიდიოდა
გზაზე.ერთი წინ, მეორე -უკან.წინა კაცი ჩავარდა ჭაში.უკანა კაცმა დაინახა ,მივიდა და
ნახა შიგ კაცი.მან უთხრა ჭაში ჩავარდნილ კაცს:-
მომიცადე,არსად წახვიდე , მოვალ და თოკს მოვიტანო.კაცს გაეცინა,გაუკვირდა-სად უნდა
წავიდე, სად გაგექცვიო?
კითხვები:
1.რომელი იგავ-არაკი
გაგახსენდათ ამ იგავის წაკითხვისას?
2.იგავი რა არის
და რით განსხვავდება ის ზღაპრისაგან?
3.რა უთხრა ჭაში
ჩავარდნილს უკან კაცმა?
4.რაზე გაეცინა
ჭაში მყოფ კაცს?
5.არის თუ არა სასაცილო
ეს იგავი?
6.ვინ ჰყვება ამ იგავს?
7.ვინ დაწერა
,,ვეფხისტყაოსანი“?
8.რომელ საუკუნეში
დაწერა რუსთაველმა ,,ვეფხისტყაოსანი“?
9.რას გვასწავლის ეს იგავი?
სულხან -საბა ორბელიანი
(ორმოში ჩაგდებული მეფე)
ერთი მეფე დაატყვევეს და ორმოში ჩააგდეს.
ორმოსთან ერთი კაცი
მივიდა და მეფეს ჰკითხა,კარგს ვიზამ , რომ ამოგიყვანოო? მეფემ მადლობა უთხრა,კარგი,ამომიყვანეო.კაცმაც
ამოიყვანა მეფე.ცოტა გზა რომ გაიარეს, კაცმა ჰკითხა, ხომ კარგი ვქენი, რომ ამოგიყვანეო?
-კი,დიდი მადლობაო,-უთხრა
მეფემ. ცოტა ხნის მერე კიდევ უთხრა- ხომ კარგი ვქენი, რომ ამოგიყვანეო.-დიახ, მადლობაო.
კიდევ გაიარეს და კაცმა ჰკითხა- ხომ კარგი ვქენი, რომ ამოგიყვანეო?
მეფე შეწუხდა და
დაიყვირა_ მოდით, მცველებო.ამ კაცმა გამომაპარაო.
მოვიდნენ მცველები
და მეფე დაიჭირეს. მერე ჰკითხეს , რატომ დაიყვირეო?
მეფემ უპასუხა,სანამ
სახლში მივიდოდი, სული ამომხადა და მერე რაღას მიზამდა, ალბათ,დამახრჩობდაო.
დავალება:
შეადარე ეს ორი
იგავი ერთმანეთს:
ა)რა არის განსხვავება
გ)რა არის მსგავსება
ვინ იყო ეზოპე
ამბები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ისინი ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა. მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა. ეზოპეს ცხოვრებიდან დღემდე წარმოუდგენლად დიდი დრო გავიდა. მისი მოთხრობილი ამბები კი, რომლებსაც იგავ-არაკები ჰქვია, დღესაც ცოცხალია.
იგავ-არაკი მცირე ზომის ზღაპარია. მას მორალი ახლავს და გვასწავლის, რა არის ცუდი და რა – კარგი, რა მოელის შურიან ან გაუმაძღარ ადამიანს, რა შეუძლია მეგობრობას, ერთგულებასა თუ მონდომებას... ამიტომაც იგავ-არაკებს ბავშვები ნებისმიერ დროში დიდი მონდომებით კითხულობენ. მარტივი ენით გადმოცემული იგავები თქვენს პატარებს სიკეთის, მეგობრობისა და სიბეჯითის ფასს ასწავლის.
ლექსიკონი
1.წარმოუდგენლად დიდი
დრო- დიდი ხანი გავიდა
2.მორალი- სწავლება
.3.სიბეჯითე- კარგი
სწავლა.
1. ლომი
და ირემი
ერთი მწყურვალი ირემი ღელეს მიადგა და წყალში თავისი თავი დაინახა: დიდი და ლამაზი რქები მოეწონა, სუსტი და წვრილი ფეხები კი არ ეჭაშნიკა. ამ დროს სად იყო და სად არა, ლომი გამოჩნდა და ირემს გამოუდგა. ირემი გაქანდა და ლომი შორს მოიტოვა. სანამ ველზე მიჰქროდა, თავს უშიშრად გრძნობდა, მაგრამ როგორც კი ტყეს მიაღწია, რქებით ტოტებში გაიხლართა და ლომი დააცხრა თავს. საბრალო ირემმა სიკვდილის წინ წამოიძახა:
– დახეთ ჩემს უბედურებას! რასაც არაფრად ვაგდებდი, იმან მიხსნა და რისი იმედიც მქონდა, იმან კი დამღუპაო.
ასეც ხდება ხოლმე: ზოგჯერ უნდო მეგობარი მოკეთეა, სანდო რომ გგონია – მოღალატე.
ლექსიკონი
1. არ
ეჭაშნიკა- არ მოეწონა.
2.შორს
მოიტოვა- ლომი შორს დარჩა და არ ჩანდა.
3.თავს უშიშრად
გრძნობდა _ არ ეშინოდა
4.რქებით
გაიხლართა- რქებით გაება ტოტებში.
5.ლომი
დააცხრა- ლომი თავს დაესხა, შეჭამა.
6.არაფრად
ვაგდებდი- არ მომწონდა.
7.სანდო-
ერთგული,კარგი მეგობარი.
8.უნდო- ცუდი
მეგობარი.
2. სამი საცერი
ერთი კაცი მივიდა მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:
— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?
— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.
— სამ საცერში?
— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?
— არა, მეც სხვისგან გავიგე.
— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?
— არა, პირიქით.
— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?
— არა, ამის აუცილებლობა არ არის
— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?
ლექსიკონი
1.საცერი-
ფქვილის გასასუფთავებელი
2.სოკრატე-
ცნობილი სწავლული
3.მნიშვნელოვანი-
საჭირო
4.დარწმუნებული
არ ხარ- არ იცი კარგად.
5.სარგებლობის
-კარგი საქმისათვის უნდა იყოს.
No comments:
Post a Comment