ტრენინგ -კურსი


წინასატრენინგო  საშინაო   დავალება



1
გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საკითხავი მასალიდან ორი-სამი თქვენთვის მნიშვნელოვანი  საკითხი (საკითხი შეიძლება მოიცავდეს წინასატრენინგო საკითხავი მასალიდან ერთ ,ან მეტ სტატიას თუ რესურსს).
მეტად საინტერესო სტატიები იყო.მათგან  ყველაზე ძალიან მომეწონა -მ.ჯაფარიძის- ,,სარკმელი მოსწავლის სამყაროში’’ და მ.ბოჭორიშვილის -,,დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე ასპექტი’’.
ნეიროლინგვისტური მეცნიერება ახალგაზრდა მეცნიერებაა,რომლის მიზანია სწავლის ეფექტიანობის გაზრდა .
ვხედავ,მესმის,შევიგრძნობ-ყველა ჩვენგანს ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქვს განვითარებული..
დიფერენციაციის თეორია- გვათვაზობს სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება მასწავლებელს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს კარგად სწავლისათვის.მოსწავლეთა ინდივიდუალური წარმატება და მისი ზრდა მთავარი მიზანია.ასევე-სამი ასპექტია აუცილებელი-სწავლის შესაძლებლობა,სწავლის მოტივაცია და სწავლის ეფექტიანობა.
2
მოცემული საკითხებიდან შეარჩიეთ ერთი თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი და მოკლედ აღწერეთ იგი.
ჩემთვის ყველაზე  პრიორიტეტულია  საკითხი -ნეოლინგვისტურ მეცნიერებაზე,მასწავლებლისათვის დიდი მნიშვნელიბა აქვს ბავშვის ფსიქოემოციური ტიპის ამოცნობას.
აუდიალები-კარგად იმახსოვრებენ მოსმენილს
ვიზუალები-კარგად იმახსოვრებენ თვალსაჩინოებებს,კარგი მთხრობელები არიან.
კინესთეტიკები-ბევრს მოძრაობენ, კითხვისას თითს აყოლებენ ნაწერს.
ვიზუალები-სწორად დგანან,ხმამაღლა მეტყველებენ.
კინესთეტიკები-ნელა ლაპარაკობენ,წინ იხრებიან.
აუდიალები-ყურადრებით გისმენენ.საუბრის დროს მნიშვნელობას ანიჭებენ ხმის ტემბრსა და პაუზას.
მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ვიზუალებს სასწავლო მასალა დაანახოს, აუდიალებს-არ უყვართ კითხვა,ისინი მოუსვენრად სხედან ხილმე,კინესთეტიკებს კი -გაკვეთილის მსვლელობისას მოძრაობები აჩვენეთ,ხშირად თუ გაიმეორებენ, ეს მოძრაობა მეხსიერებად იქცევა.
3
მოიყვანეთ თქვენი პრაქტიკიდან ამ საკითხის შესაბამისი ორი მაგალითი.
ყველა მოსწავლე განსხვავებულია, არ არსებობს სტანდარტული მოსწავლე.ჩემს მოსწავლეებშიც არიან ვიზუალებიც და აუდიალებიც.
1.მაგალითად,გაკვეთილს მესამე კლასის მოსწავლეებს როდესაც ვაძლევ,საშინაო დავალებას ხან სიტყვიერად ვეუბნები, ხან კი წიგნში სათითაოდ ვუნიშნავ ყველას.კლასში უმეტესობა ვიზუალია და ყველა ასრულებს დავალებას, როდესაც წიგნშია მონიშნული, მაგრამ როდესაც სიტყვიერად ვეუბნები,სამი-ოთხი მოსწავლე თუ შეასრულებს დავალებას,ალბათ ესენი აუდიალები არიან.
2.მე-9 კლასის ერთი მოსწავლე, რომელიც  საერთოდ არ კითხულობს სასწავლო მასალას,დისციპლინის მხრივაც მოიკოჭლებს,არ არის ჩართული  სასწავლო პროცესში და ხშირად გაკვეთილზე მოუსვენრადაა,საკლასო დავალებებში ხშირად  იღებს დადებით შეფასებებს.მე ძალიან მიკვირდა  ეს ამბავი,ვფიქრობდი, რომ იწერდა, მერე მივეცი  ინდივიდუალური დავალება და ესეც კარგად გააკეთა. მივხვდი, რომ ეს მოსწავლე საგაკვეთილო პროცესის დროს ,როდესაც ხმაურობდა და საუბრობდა სხვა მოსწავლესთან, პარალელურად ისმენდა  კიდეც და იმახსოვრებდა.ეს სტატია  დამეხმარა უკეთ გამეგო ამ მოსწავლისათვის.

4
არგუმენტირებულდად დაასაბუთეთ ,რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს საკითხი.
ეს საკითხი იმიტომ შევარჩიე, რომ მასწავლებლებისათვის მეტად მნიშვნელოვანია. ხშირად მოსწავლები ჩივიან, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ძალიან სწარაფად საუბრობს და ვერაფერს ვგებულობთო.ასეთი მასწავლებელი მოსწავლისაგანაც იგივეს ითხოვს, ამიტომ ვიზუალი როცაა მასწავლებელი ,არ უნდა ილაპარაკოს სწარაფად.
ასევე,დიდი მოცულობის მასალას გადმოსცემს და ხშირად დროს ვერ ითვალისწინებს.მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
ხანდახან მასწავლებელი ინდივიდუალური მიდგომის მარცხს განიცდის .ის არის გაუთვალისწინებლობა მოსწავლეთა ნეიროლოგიური მახასიათებლებისა ,რომლებიც მისი სწავლის სტილს განსაზღვრავს.

5
შეაფასეთ თქვენს მიერ შერჩეული საკითხის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.
აღნიშნული საკითხის ცოდნა მნიშვნელოვანია მასწავლებლისათვის,რადგან სწავლებაც და აღზრდაც ადამიანთა შორის ურთიერთქმედების შედეგია.
მასწავლებელმა სწორედ უნდა შეაფასოს მოსწავლეთა შესაძლებლობები, კარგად დააკვირდეს მათ ნეიროლოგიურ მახასიათებლებს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოსწავლეს, როცა ამას საჭიროება მოითხოვს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის  სოფ.ქესალოს საჯარო სკოლის პედაგოგი-ლუიზა  პეტრიაშვილი.
2.12.2018წელი.








საგანი, რომელსაც აფასებთ: ქართული ენა და ლიტერატურა
შემფასებლის სახელი, გვარი: ლუიზა  პეტრიაშვილი



გაკვეთილზე დაკვირვების ოქმი



დრო (წთ.)
აქტივობა / სხვა ქმედება
კომენტარი/დაზუსტება
(შეფასების რუბრიკიდან
შესაბამისი კოდის მითითებით)

5 წთ.











10წთ.





10 წთ.










5წთ.







10 წთ.

წინარე ცოდნის გააქტიურება, კითხვა-პასუხით მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.










წყვილებში მუშაობა ბარათებით.სიტყვებს უნდა მიუწერონ სინონიმები.ერთი წყვილი აკეთებს პრეზენტაციას, დანარჩენები   წარმოადგენენ განსხვავებულ ვერსიებს.




ჯგუფური  მუშაობა.მხატვრული ხერხების ამოწერა ტექსტიდან და  დასახელება.








კითხვა  ვარაუდებით. მასწავლებელი ვარაუდებს წერს ფლიფჩარტზე.






არგუმენტირებული მსჯელობა, კითხვაზე პასუხი დასაბუთებით
















მასწავლებელი  გაკვეთილის მსვლელობის დროს იყენებს მრავაკფეროვან კითხვებს, რომლებიც მოსწავლეებისგან დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას მოითხოვს.        (სწავლების სტრატეგიები-             2.2  )                                                         მასწავლებლის მითითებები არის მკაფიო და მოსწავლეებისთვის გასაგები.(2.1.ბ.)



მოსწავლეები ასახელებენ
ორ-სამ ხერხს, უმეტესად მეტაფორებს, კარგი იქნებოდა სხვა მხატვრულიხერხების მოძიებაზეც ემუშავა პედაგოგს, მაგალიტად,ეპითეტი, შედარება და სხვა. (2.1ა)

მასწავლებელი ამდიდრებს მოსწავლეების ლექსიკურ მარაგს, იყენებს ვარაუდებით წერას. მოსწავლეები კარგად ართმევენ თავს ამ აქტივობას.(2.2)

მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. ისინი არგუმენტირებულად მსჯელობენ. მოსწავლეთა მოსაზრებები და არგუმენტები ეფექტიანად არის გამოყენებული მსჯელობის პროცესში.
(2.2)



დამკვირვებლის შეფასების  ფორმა

კრიტერიუმი
ქულა
დასაბუთება/კომენტარი

1
2
3
4

1.    სასწავლო გარემო
1.1.       ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა პიროვნული თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპზეა აგებული.მოსწავლე აღქმულია, როგორც ინდივიდი.




კომპონენტები:
·         მასწავლებელსა და მოსწავლესშორისკეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა.
·         პატივისცემითგამსჭვალულისაუბარი, აქტიურიმოსმენა.
·         მრავალფეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული განსხვავების,  აღიარება, ტოლერანტობა და მასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება.
·         განსხვავებული აზრისმიღებადაპატივისცემა.
1.2.       კლასის მართვა

მოსწავლეები იცავენ როგორც კლასში ქცევის, ასევე დამოუკიდებელი და ერთობლივი მუშაობის წესებს.საგკვეთილო დრო არ იკარგება.


კომპონენტები:
·         მოსწავლეებმა იციან ქცევის წესები და იცავენ მათ (წესების დაცვის პასუხისმგებლობის დელეგირება).
·         მოსწავლეებმა კარგად იციან დაგეგმილი აქტივობების შესაბამისი წესები და იცავენ მათ.
·         მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს არ კარგავენ.
1.3.       სასწავლო რესურსი
საწავლო რესურსს მასწავლებელ ეფექტიანად იყენებს .საწავლო რესურსი კლასისთვის ხელმისაწვდომია, თუმც, ჯგუფური მუშაობის დროს , სათითაოდ არ აქვთ სამუშაო ფურცელი, რაც იწვევს ზოგიერთი ბავშვის პასიურობას . უკეთესი იქნებოდა, ინდივიდუალურად ჰქონოდათ სამუშაო ფურცლეები. ავეჯი საკლასო ორგნიზაციის შესაბამისად არის განლაგებული, როგორც მიჩნეულია ჯგუფური მუშაობის დროს.
სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროება არ არის გასათვალისწინებელი.


კომპონენტები:
·         რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება.
·         მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება.
·         ავეჯის (როგორც რესურსის) საკლასო აქტივობების შესაბამისად  განლაგება.
ყველა მოსწავლის (მათ შორის, სსსმ მოსწავლეების) ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო რესურსის მომზადება.
2.    სწავლება
2.1 მოსწავლეებთან კომუნიკაცია





2.1. ა. სასწავლო მიზნებისა და შინაარსის განმარტება

საწავლო მიზანი და გაკვეთილის თემა არის  განმარტებული მოსწავლეებისათვის.მასწავლებელი უყურადღებოდ არ ტოვებს მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებსდა მიუთიტებს, რა არის სწორი. მასწავლებლის ზეპირი და წერითი მეტყველება გამართულია.

კომპონენტები:
·         გაკვეთილის მიზნის სიცხადე (მკაფიოობა)
·         კონცეფციების, ცნებების, წესების და ა.შ. მკაფიო/ზუსტი განმარტება.
·         საგნობრივი შინაარსის უშეცდომოდ გადმოცემა.
·         ინფორმაციის ორგანიზება.
·         სამეტყველო ენის მრავალფეროვნება[1] და კორექტული გამოყენება (უცხოური ენების შემთხვევაში - სწორი მახვილები სიტყვებში).
·         საუბრის ტემპის, ინტონაციის, კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ეფექტური გამოყენება.
2.1. ბ. ინსტრუქციები აქტივობებისთვის

მოსწავლეებს კარგად ესმით მასწავლებლის მოკლე მინიშნებაც. ინსტრუქციები მკაფიოა. კითხვების დასმის დროს მასწავლებელი იყენებს გამოსაძახებელ ჩხირებს, რათა არ გამოიწვიოს კლასში ხმაური. ეს მეტად კარგი და მისასალმებელია.


კომპონენტები:
·         სასწავლო აქტივობებისთვის გაკვეთილის სპეციფიკის გათვალისწინებით გაცემული მკაფიო ინსტრუქციები.
·         სპეციალური, ადაპტირებულიინსრუქციები[2].
2.2. სწავლების სტრატეგიები

მასწავლებელი სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც საკითხის გააზრებას უწყობს ხელს.მასწავლებელი ინიციატივას აძლევს მათ და ისინი არგუმენტირებულად მსჯელობენ, როდის კარგია სიმკაცრის გამოჩენა და როდის არა. ზოგიერთი ამბობს, რომ სიმკაცრე საჭიროა და აუცილებელი, ზოგი კი ზომიერების დაცვას ირჩევს. მოკლედ, არის აზრთა სხვადასხვაობა და მასწავლებელი უსმენს ყველას, არ ერევა მათ მსჯელობაში, მოსწავლეებს დროს აძლევს  საკითხის გასააზრებლად.

კომპონენტები:
·         განსხვავებული სააზროვნო დონეების აქტივაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ფორმისა (ღია და დახურული) და ტიპის  შეკითხვები (მაგალითად, დამაზუსტებელი, მიმანიშნებელი, შემაჯამებელი და ა. შ.).
·         კითხვის ტიპისა და სირთულის მიხედვით, პასუხის მოსაფიქრებლად დრო სწორად არის განსაზღვრული.
·         გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები მიზნის შესაბამისია.
·         სტრატეგიები წინასწარ მომზადებულია, კარგად დაგეგმილი, (შეიძლება სპონტანურადაც წარიმართოს, თუმცა არ უნდა იყოს ქაოტური)
·         მოსწავლეების მოსაზრებები და არგუმენტები ეფექტიანად არის გამოყენებული მსჯელობის პროცესში.
·         სტრატეგიის გამოყენების დროს მასწავლებელს ეკისრება ფასილიტატორის როლი.
2.3. მოტივაცია და ჩართულობა
მაწავლებელი წაახალისებს მოსწავლეთა მონდომებას, ცდილობს, დააინტერესოს მოსწავლეები.მოსწავლეთა უმეტესობა აქტიურად ჩართულია საწავლო პროცესში, გაკვეთილის ტემპი ოპტიმალურია.მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეების ჩართვაზე, მაგრამ ზოგიერთი მაინც  პასიურობს. არიან აქტიური მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად პასუხიბენ დასმულშეკითხვებს.



კომპონენტები:
·         გაკვეთილი ხალისიანია, გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები.
·         მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს.
·         გაკვეთილის  მიმდინარეობა დინამიურია, ტემპი ოპტიმალურია: არც ნელი და არც სწრაფი.
მოსწავლეები ამჟღავნებენ ინტერესს, ცდილობენ პრობლემების გადაწყვეტას.
2.4. სწავლებისდროსშეფასებისგამოყენება
მოსწავლეები იცნობენ შეფასების კრიტერიუმებს.მასწავლებელი წინასწარ აცნობს მოსწავლეებს შეასების კრიტერიუმებს დაა გაკვეთილის ბოლოს სათითაოდ ყველას ურიგებს თვითშეფასების კითხვებს.მოსწავლეები თვითონ აფასებენ საკუთარ თავს.ისინი სწრაფად ავსებენ კითხვარებს, ერთი მოსწავლე აგროვებს და მასწავლებელს აძლევს.


კომპონენტები:
·         მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკა.
·         მასწავლებელი სისტემატურად ამოწმებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა მეთოდით: ზეპირი ან წერითი  გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა და ა.შ..
·         მონიტორინგის საფუძველზე მასწავლებელი მოსწავლეებს რეგულარულად  აწვდის უკუკავშირს
მასწავლებელი ეფექტურად იყენებს  შექებას და  წახალისებას.
ქულათა ჯამი:26

საბოლოო დასკვნა  (გამოკვეთეთ გაკვეთლის ძლიერი მხარეები, გასაუმჯობესებელი მიმართულებები და მიეცით მასწავლებელს რეკომედაციები გასაუმჯობესებელი მხარეების დახვეწისთვის):


გაკვეთილი დადებითად იქნა შფასებული. გაკვეთილის მიზანი არის მიღწეული. მასწავლებლის  მიერ შერჩეული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მსჯელობის, არგუმენტირების და გააზრების  განვითარებას.ყოველი აქტივობის ბოლოს მიღწეულ შედეგებს მოსწავლეები მიჰყავს გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგებამდე.  კლასის ორგანიზება და მართვა  შეესაბამება ნორმებს, მოსწავლეები იცავენ ქცევის წესებს, დროს არ კარგავენ საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებების დროს.
სასწავლო რესურსები  ეფექტურად არის გამოყენებული, თუმცა მე ვურჩევდი, რომ მხატვრული ხერხების მოძებნის დროს მოსწავლეებს ჰქონოდათ მეტი რესურსი, რათა მრავალფეროვანი გამოსულიყო მხატვრული ხერხების მოძებნა და მარტო მეტაფორით არ შემოფარგლულიყვნენ.
შეფასებისას მასწავლებელს გეგმაში მითიტებული აქვს , როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება. იყენებს განმავითარებელს, აქებს მოსწავლეებს , წაახალისებს მათ. რაც შეეხება თვითშეფასებას, მოსწავლეები თვითონ აფასებენ საკუთარ თავს და ეს მომწონს, რადგან მასწავლებელი ურიგებს შფასების კითხვარებს, ვინ რა და როგორ გაართვა თავი მოცემულ დავალებას. ისე, ეს კითხვარიც რომ ჰქონოდა დართული  გაკვეტილის გაგმას, კარგი იქნებოდა. მიზანი ნამდვილად იყო შედეგზე ორიენტირებული და სასწავლო მეთოდები შეესაბამებოდა დაგეგმილ აქტივობებს.




[1]უცხოური ენების შემთხვევაში გაკვეთილი, ძირთადად, უნდა მიმდინარეობდეს სწავლების სამიზნე ენაზე.
[2]იმ შემთხვევაში, თუ კლასში არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე, მაშინ იგულისხმება მათთვის შემუშავებული ინსტრუქციებიც.





1 comment:

  1. ტრენინგის დავალებებიც გქონია,კარგია!

    ReplyDelete