მე-7 კლასი
მე-5კლასი





შემოხვდა ბერიკაცი!
- სად მიდიხარ, კარგო ბიჭოო?
- დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.
მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.
- სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭოო?
- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.
დედაბერმაც განი მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.
- ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?
- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
- დედა რა არისო?
- დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.
- არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.
- როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმეო? (2)
- არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდებიო.
- საჭმელს ვინ გიმზადებსო?
- საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.
- ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?
- ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.
- მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არისო?
- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს გაგითლიო.
მშვილდ-ისრის ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:
- მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?
- მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.
გელას ძალიან მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა ხელი და უკან დაბრუნდნენ.
შემოხვდათ დედაბერი.
- ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომიაო.
- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვსო?!
შემოხვდათ ბერიკაცი.
- მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი გამხდომიაო.
- ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობაო?!
შემოხვდათ დათვი.
- ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთო.
- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალთო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინიაო.
იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.
- ფერდებიც დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულანო.
- ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.
მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, დედა კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.
- აგერ, დედა რა არისო, - დაანახვა გელამ.
დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.
- ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?
- დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.
დედამ შვილს ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:
- იუ, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია... შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავსო.
პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან უფრო აუჩვილა დედას გული.
- ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
- არ წავიდეთ?! - წასჩურჩულა გელამ.
- მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.
ლექსიკონი
აკაკი როსტომის ძე
წერეთელი (დ. 21 ივნისი [ძვ. სტ. 9 ივნისი], 1840, სოფ. სხვიტორი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1915, იქვე) — ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
აკაკი წერეთელი დაიბადა
ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფელ სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― „საიდუმლო ბარათი“, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
კაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის გამზირი.
პირდაპირი და
ირიბი ნათქვამი
ვისიმე ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად, სიტყვასიტყვით
ბულბულმა თქვა:
„მე არა ვარ მეომარი ფრინველი“.
აქ ბულბულის ნათქვამი გადმოცემულია უცვლელად, სიტყვასიტყვით.
უცვლელად გადმოცემულ ვისიმე ნათქვამს პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.
მაშასადამე, „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“ პირდაპირი ნათქვამია.
პირდაპირ ნათქვამს ჩვეულებრივ ახლავს ავტორის სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ, ვის ეკუთვნის პირდაპირი ნათვამი. ჩვენს მაგალითში ავტორის სიტყვებია „ბულბულმა თქვა“, რომელიც გვაგებინებს, რომ პირდაპირი ნათქვამი ბულბულს ეკუთვნის.
დასახელებულ მაგალითში ავტორის სიტყვები უსწრებს პირდაპირ ნათქვამს, მაგრამ შეიძლება მოსდევდეს მას. მაგ.:
„მე არა ვარ მეომარი ფრინველი“, - თქვა ბულბულმა.
პირდაპირ ნათქვამს ხშირად დაერთვის ნაწილაკები:
-მეთქი, -თქო და -ო.
-მეთქი აღნიშნავს პირველი პირის ნათქვამის განმეორებას.
- ტყუილია! ტყუილია-მეთქი!
- რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა:
- რა გაყვირებს-მეთქი?
- რა გაყვირებს? - ჰკითხა და სიჩუმის შემდეგ გაიმეორა:
- რა გაყვირებს-მეთქი?
-თქო დაერთვის პირველი პირის დანაბარებ სიტყვას, რომელიც მეორე პირმა მესამე პირს უნდა გადასცეს.
- წადი, დიდედა ქეთევანს მოახსენე, ფიქრიას სტუმარი მოჰყავს-თქო.
- წადი და მამას უთხარი, გელოდებით-თქო.
- წადი და მამას უთხარი, გელოდებით-თქო.
-ო დაერთვის მესამე პირის ნათქვამს. იგი ჩვეულებრივია ანდაზებში:
- უჰ, რა ვნახეთ, რა ვხახეთო!
- წამოიყვირეს ყვავილებმა.
- თედო, სიკო გეძახის, გოდორი ამიწიეო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
- თედო, სიკო გეძახის, გოდორი ამიწიეო.
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავსო.
-ო სიტყვასთან ერთად იწერება,
-მეთქი და -თქო კი დეფისით გამოიყოფა.
უნაწილაკო პირდაპირი ნათქვამი ჩვეულებრივ ბრჭყალებში ჩაისმის, ხოლო სხვა სასვენ ნიშანთა ხმარების წესები ასეთია:
1. თუ ავტორის სიტყვებს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი, ავტორის სიტყვების შემდეგ იწერება ორწერტილი, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ კი -
ის სასვენი ნიშანი, რომელიც მას შეეფერება.
სახნისმა თქვა: „ქვესკნელს დავალ, მზისა შუქი მენატრება“.
ბოლოს ჰკითხა მან: „ვინა ხარ, შვილო?“
ბოლოს ჰკითხა მან: „ვინა ხარ, შვილო?“
მდინარე უყეფს:
„გზა მომეც!“ .
ტესტი მე-7 კლასის
(განვლილი მასალის
გამეორება)
1.რომელია კრებითი
სახელი?
ა) ხალხი ბ) ქვიშა გ) მოწაფე
2. რომელია ნივთიერებათა
სახელი?
ა) ქვიშა ბ) შენობა
გ)ფრინველი
3.რომელია აბსტრაქტული
არსებითი სახელი?
ა)სიკეთე ბ) კედელი გ)გალია
4.რამდენი ბრუნვაა
ქართულ ენაში?
ა) 5 ბ) 6 გ)
7
5.რომელია ფუძეხმოვნიანი
არს.სახელი?
ა) წვიმა ბ) სახაზავი
გ) ქაღალდი
6.რომელია ფუძეთანხმოვნიანი
არს.სახელი?
ა) ეზო ბ) მარწყვი
გ) წყარო
7.რომელ ბრუნვაში
დგას ხაზგასმული სიტყვა?
ქარს წვიმის
წვეთები მოჰქონდა .
ა) სახ.ბრუნვა ბ)
მიც.ბრუნვა გ) ნათეს.ბრუნვა
8.რომელია კუმშვადი
არს .სახელი?
ა) საბუთი ბ) ბალახი
გ) ფოთოლი
9. რომელია უკუმშველი
არს. სახელი?
ა) არაჟანი ბ) კედელი
გ) სახლი
10. რომელია კვეცადი
არსებ.სახელი?
ა) თხა ბ) ბუ გ) ოქრო
11.რომელია კუმშვად
-კვეცადი არს.სახელი?
ა)მელა ბ) ფარდა გ) ქვეყანა
12.რომელ ბრუნვებში
ხდება სახელის კუმშვა?
ა) სახელობითსა
და მოთხრობითში
ბ) მიცემითში ,ნათესაობითსა
და ვითარებითში.
გ) ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში
13.რამდენ ბრუნვაში
ხდება კვეცა?
ა) 2 ბრუნვაში ბ) 3 ბრუნვაში
14.რომელი უკვეცელი
არს.სახელია გამონაკლისი, რომელიც იკვეცება?
ა) სახე ბ) წყარო
გ) ღვინო
15.ადამიანის საკუთარი
სახელები არის უკუნშველი და უკვეცელი
ა) არ არის სწორი ბ ) დიახ, სწორეა.
ჰელადოს -დასასრული
საღამოს ჯემალი
და იანგული შეხვდენენ ერთმანეთს რკინიგზის ხიდის ქვეშ.დაიწყეს ჩხუბი.დიდხანს იჩხუბეს,ორივეს
ცხვირ-პირი ჰქონდა დასისხლიანებული.
-გვეყოფა!-თქვა
იანგულმა.
არც ჯემალს უნდოდა
ჩხუბი.ისინი მიხვდნენ, რომ არაფერი ჰქონდათ საჩხუბი.
იანგულმა ჯემალს
უთხრა, მოდი შევრიგდეთ, ოღონდ ბიჭებს ისე მოვაჩვენოთ თავი, თითქოს ისევ ვჩხუბობთო.მერე
უთხრა-თუ გინდა, შენ იყავი ყოჩიო. ჯემალმა უარი უთხრა, არა ,არ მინდა ყოჩობაო.
ამის მერე ჯემალი
და იანგული ხვებოდნენ ერთმანეთს და ლანძღავდნენ.ჯემალი -ქართულად, იანგული-ბერძნულად.ერთ
დღეს,როდესაც ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, იანგულმა ხმა არ ამოიღო,არაფერი უთხრა.მერე
პეტიამ უთხრა, რომ იანგულმა გაიგო , რომ დედა არ გყავს და იმიტომ არ შეგაგინაო.
ცოტა ხნის მერე
იანგული მივიდა ჯემალთან და თავისი ვირი მიუყვანა.ბერძნები ბრუნდებოდნენ თავის სამშობლოში,
საბერძნეთში ,ხრისტო აიძულებდა შვილს, რომ წასულიყვნენ, მაგრამ იანგულს სოხუმში უნდოდა
დარჩენა.
ჯემალს სთხოვა,
ჩემს ვირს შენ მიხედეო.ჯემალიც დათანხმდა.
მეორე დღეს იანგული
საბერძნეთში მიდიოდა და ჯემალიც აცილებდა.გემიდან ხელი დაუქნია და დაუძახა- ჯემალო,ეღო
აღაპო ი მანა სუ! -მე მიყვარს დედაშენი!
მესამე დღეს ,მდინარე
კელასურის შესართავთან ზღვამ გამორიყა ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი.ვერავინ იცნო.მხოლოდ
ჯემალმა იცნო ის, როდესაც ნახა მის მკერდზე ლურჯად დაწერილი წარწერა- ,,ჰელადოს’’.
ჯემალი გაგიჟებული
მივარდა სახლში და განწირული ხმით დაიყვირა:
-დეიდა ნინა....იანგული
დაბრუნდა ....
მერე დაიჩოქა და
მწარედ ატირდა.
დავალება-
დასაწერად:
1.ვინ იყო იანგული?
......................................
2.ვინ იყო ჯემალი?
.....................................
3.რას ნიშნავს სიტყვა-
ყოჩი?
.............................
4.რომელ ქალაქში
ხდება მოქმედება?
....................................
5.რატომ ეძახდა
იანგული ჯემალს -,,სკრიპკას’’?
........................................................
6.ვინ არის დეიდა
ნინა?
..............................
7.რატომ გაუტეხა იანგულმა ჯემალს ვიოლინო?
.................................................
8.ვინ არის ხრისტო
ალექსანდრიდი?
................................
9.რატომ ეჩხუბა
იანგული ჯემალს მხოლოდ ერთი ხელით?
......................................
10.რა მოილაპარაკეს
ბიჭებმა?
......................................
11.სად უნდა წასულიყო
იანგული მამასთან ერთად?
.....................................
12.უნდოდა საბერძნეთში
წასვლა იანგულს?
..............................................
13.როგორ დაბრუნდა
იანგული სოხუმში?
........................................
14.როგორ იცნო ჯემალმა
ზღვაში დამხვრჩვალი ბიჭი?
....................................................
საგანი--------------------
სახელი--------------------
გვარი----------------------
კლასი---------------------
1)
მოცემული სიტყვები გადაიყვანე მიცემით ბრუნვაში: (1)
ივლისი ------------------
ქუთაისი -------------------
2)
გადაიყვანე
ზმნები მესამე პირიდან პირველ პირში: (1)
ის
უსმენს მე
------------------
ის
უამბობს მე
------------------
ის
ვახშმობს მე ----------------
3)
გადაიყვანე
მხოლობითიდან მრავლობით რიცხვში: (1)
ბიჭი
ზის ბიჭები ----------------------
ვაშლი
გდია ვაშლები ---------------------
მტევანი
აბია მტევნები --------------------
4)
შეავსე
გამოტოვებული ადგილები ზმნისწინებით: (1)
ერთმა
მელამ ბაჭიები -- იტყუა.
ნინოს ფრთამოტეხილი
ბეღურა --ცოდა.
მზის შუქმა
იქურობა --ნათა.
5)
დასვი
სასვენი ნიშნები: (2)
რას
აკეთებთ იკითხა დედამ
მოთხრობების ზღაპრებისა და ლექსების წიგნებს ვათვალიერებთ უპასუხა ნიკომ
6)
გაიხსენე
ტექსტი „საუბარი მამასთან“. რატომ არიდებს მამა თავის შვილთან საუბარს თავს? (2) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)
რონიას
რა თვისებები ჩანს ამ ტექსტში? (2)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)
ჰქონდა
თუ არა რონიას უფლება, დაედანაშაულებინა მშობელი? (2)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
9)
გაიხსენე
ტექსტი „მოხეტიალე მუსიკოსი“. მუსიკოსის რა
თვისებები ჩანს ტექსტში? (2)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10)
რა
აქვთ საერთო მუსიკოსსა და მეშუქურეს? (3)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
11)
თქვენი
აზრით, რომელი უფრო საჭირო საქმეს აკეთებს? (3)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12)
შესწავლილი
ტექსტებიდან, რომელი ტექსტი მოგეწინა ყველაზე მეტად და რატომ? (3)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორ შეიქმნა საქართველოს
ჰიმნის ტექსტი
ლექსიკონი
1.აღდგენილი იყო-
ანუ ძველი გააახლეს
2.გამახვილდა ყურადღება-საინტერესო
გახდა
3.მართებულად- ნამდვილად.
4.საგანძური(ლიტერატურის)
-ყველაზე ძვირფასი, რაც არის ლიტერატურაში
5.მოხმობილი- მოტანილი
6.განცალკევებით-
შორს
7.ვერ წარმოუდგენია-
არ უნდა ამაზე ფიქრი
8.წილნაყარია- მასთან
არის შეერთებული
დასაწერად
კითხვებზე პასუხის გაცემა
1.ძველი დროშა იყო
ხუთჯვრიანი?
2.რატომ აღადგინეს
ძველი დროშა?
3.არის ჰიმნი მრავალსაუკუნოვანი?
4.ვინ დაწერა პირველად
ეს სიტყვები-,,ჩემი ხატია სამშობლო“?ა) გალაქტიონ ტაბიძე ბ)აკაკი წერეთელი
ვაჟა -ფშაველა.
5.ღმერთთან წილნაყარია_
ვისი დაწერილია?
ა)ვაჟა-ფშაველა ბ) ილია ჭავჭავაძე
6.,,ორ ზღვას შუა’’-
ვის აქვს დაწერილი ეს სიტყვები?
ა) ვაჟა-ფშაველა ბ) გალაქტიონ ტაბიძე
7.ვინ არის ავტორი
დღევანდელი ჰიმნის?
ა) დავით მაღრაძე ბ) აკაკი წერეთელი
8. მუსიკა ჰიმნისათვის
ვინ დაწერა?
მე-5კლასი
ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი
(ნაწილი პირველი)
ლექსიკონი:
1. გულის ფანცქალით- ძალიან რომ გინდა და ელოდები.
2.თვალი და გული
ხვალისკენ მიგვირბოდა- გვინდოდა მალე მოსულიყო ახალი წელი.
3.დავფუსფუსებდით-
აქეთ-იქით დავდიოდით.
4.გოზინაყი- თაფლისაგან
და ნიგვზისაგან გაკეთებული ტკბილეული.
5. პირი ჩაიტკბარუნეთო-შეჭამეთ
ტკბილიო.
6.უცეცხლო თაფლი-
ცოტა მაგარია და არ არის ცეცხლზე გამდნარი.
7. ხარხარი- დიდი
ხმით სიცილი.
8.გულით არ გვიჯავრდებოდნენ-
არ გვიბრაზდებოდნენ.
9.ხელებს ვაფათურებდით-
ყველგან ხელებს ვყოფდით.
10.სალოკავად- თითით
რომ აიღებ და პირში ჩაიდებ საჭმელს.
11.თითით ყელს ვუწევდით- დედას ვეხვეწებოდით არ დაგვაძინოო.
12.ძილი არ მოგვეკიდა-
არ გვეძინებოდა.
13.ჯამები,ბადიები,
ტაბაკები- ჭურჭელია.
14.ბოლთას სცემდა
-ოთახში აქეთ-იქით დადიოდა.
15.ბაჯაჯღანები-
პატარა ბავშვები.
16.გვეამა- გაგვიხარდა.
17.აპრიალებული
ცეცხლი- დიდი ცეცხლი.
18.ტახტზე მოიკეცა-
ფეხები მოკეცა და ისე დაჯდა.
19.გულაღმა- ზურგზე
დაწვა.
20.შეაჭყიტა - უყურა
მოკლე შინაარსი
როდესაც პატარა
ვიყავი,მინდოდა , რომ ახალი წელი მალე მოსულიყო.მე მახსოვს ახალი წლის წინადღე, როდესაც
ბავშვები ველოდებოდით ახალი წლის მოსვლას.არ გვინდოდა თოვლში თამაში და გუნდაობა, რადგან
სახლში დედა ბევრ ტკბილეულს ამზადებდა.ჩვენ დავრბოდით ოთახებში და თითით თაფლს ვლოკავდით. დედა იყო ძალიან გაჯავრებული
.ყველაზე უფროსი ჩვენს შორის 12 წლის იყო.
დედამ გვიბრძანა,
დაიძინეთო,მაგრამ ჩვენ არ გვეძინებოდა და გართობა გვინდოდა.
დედა გოზინაყს ამზადებდა
.იქვე თაფლით სავსე ჯამი იდგა. ჩვენმა პატარა დამ ფეხი წამოჰკრა ჯამს და წააქცია. დედა
ძალიან გაბრაზდა და მამას უთხრა, წაიყვანე
, მომაშორე ეს ბაჯაჯღანებიო.
მამამ მეორე ოთახში
გაგვიყვანა,იქ ბუხარში დიდი ცეცხლი ენთო.მამამ კარგი ზღაპრები იცოდა.დაჯდა ტახტზე,ჩვენც გვერდით მივუსხედით და მამამ დაიწყო
ზღაპრის მოყოლა.
ძველად მტერი ესეოდა
ჩვენს ქვეყანას.ყველას უყვარს თავისი ქვეყანა და
ჩვენც ვიგერიებდით მტერს. ბევრი ვაჟკაცი იყო თავდადებული ქვეყნისთვის . მე მოგიყვებით
ერთ სასახელო და ცნობილ ვაჟკაცზე.
ეს ისწავლეთ და შემდეგ შეასრულეთ დავალება.
დასაწერად: გვ.47 -უპასუხე შეკითხვებს.1,2,3,4,5,6.
. სამშობლო
ღვინისა

კახეთი

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.
თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.
ლექსიკონი
1.ზვრები- ვენახები.
2. გადაიჭიმება-გადაიშლება.
3.ლაპლაპა- ბრჭყვიალა.
4.ღელე-პატარა მდინარე.
5.შევარდნილი მთაში-
შიგნით ,მთაშია.
6.გასინჯო- ნახო.
7.მიჯნებზე- საზღვარზე.
8.ქვიტკირის-ქვისგან
და კირისგან აშენებული სახლები.
9.ნაშთები-ნარჩენები,
რაც დარჩა.
10.უტყუარი- ნამდვილი.
11.ნასოფლარი- ადრე იქ იყო
სოფელი.
მდინარე ალაზანი

2.
სოფელი ვაშლოვანი

ძველ დროში ამ ადგილზე იყო დიდი სოფელი,რომელსაც
ერქვა ვაშლოვანი.ამ სოფელს გარეშემო ერტყა ვენახები და ბაღები, ხოლო აღმოსავლეთიდან
კი დიდი ,დაბურული ტყე.
შიგ შუაგულ სოფელში
იყო ცივი,ანკარა წყარო,ეს იყო მთელი სოფლის სასმელი წყალი.

სოფელში სახლები
სულ ქვიტკირის იყო.
ვაშლოვანის განაპირას
იდგა ერთი ლამაზი,ორსართულიანი სახლი.ეს სახლი ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძეს.
ის იყო გამთქმული სტუმართმოყვარეობით და სიმდიდირით.ჰყავდა ცოლი- მაგდანა.
მადგანა იყო მეტად
კეთილი და გულისხმიერი ქალი.ის ყველა გაჭირვებულს და ღარიბს ეხმარებოდა.მაგდანი უკრავდა
და მღეროდა ძალიან კარგად. ვინც მის სიმღერას მოისმენდა, არასოდეს დაავიწყდებოდა.
ქართველაძეებს ჰყავდათ
ერთი პატარა შვილი,ქეთო. გოგონა იყო 2 წლის,მე-3
წელში იდგა.ძალიან საყვარელი და ლამაზი ბავშვი იყო.ქეთოს ძალიან უყვარდა დედის
სიმღერა.
დედ-მამას ძალიან
უყვარდა ქეთო.
. რა უფრო საკვირველია
9 დევი იჯდა სუფრასთან.თითოს თითო მოხარშული კამეჩი ედო წინ და ჭამდნენ.
ამ დროს გამოიარა
ერთმა პატარა ბიჭმა .დევებმა რომ დაინახეს, თქვეს, ესეც დავაყოლოთ და შევჭამოთო.
ბიჭს ხელი სტაცეს
.ბიჭს შეეშინდა, მაგრამ არ დაიბნა და გადასარჩენი ხერხი მოიგონა.
-მე თქვენთან შემთხვევით
არ მოვსულვარ.სოფელს ერთი კითხვა გაუჩნდა და მე გამომაგზავნეს, რომ წადი, ვინმე ჭკვიანი
ნახე და ჰკითხეო.მეც ამიტომ მოვედი თქვენთანო.
დევებს გაუკვირდათ
და ჰკითხეს, რა ამბავი უნდა მოგვიყვე, აბა, გისმენთო.
ბიჭმაც დაიწყო მოყოლა.
ლექსიკონი
1.თითოს თითო-1
დევს 1 კამეჩი ჰქონდა.
2.გადასარჩენი ხერხი
- რაღაც მოიგონა, რომ დევებს არ შეეჭამათ.
3.შემთხვევით-უცბად.
4.კითხვა გაუჩნდა-შეკითხვა
აქვს
2.რა უფრო საკვირველია -( გაგრძელება)
ბიჭმა დაიწყო მოყოლა:
ა)მამაჩემს ერთი
ხარი ჰყავდა,ისეთი დიდი იყო ეს ხარი, რომ კუდით მეორე მთაზე ბუზებს იგერიებდა.ერთხელ
ეს ხარი ეზოში ბალახს ძოვდა.უცებ მოფრინდა უზარმაზარი არწივი და ხარი მოიტაცა.
ბ)სოფლის ბოლოს
ერთი თხა ება.არწივმა ეს ხარი თხის რქებს შუა ჩადო და ისე ჭამდა.უცბად ნაჭამი ძვალი
გადმოვარდა და თხას თვალში ჩაუვარდა.შეიყარა მთელი სოფელი,40 ხარ-კამეჩი შეაბეს და
ის ძვალი ძლივს ამოიღეს თხის თვალიდან.
გ)ეს ძვალი გადააგდეს,
მიწა მიაყარეს.გავიდა ხანი და ზედ ხეები ამოვიდა,გაჩნდა კორდები,წყაროები.სოფელი გაშენდა.
დ)ერთი მშიერი მელა
დაცუნცულებდა,გაჰკრა კბილი ძვალს და სოფელი სულ გაანადგურა.
ე)სოფლელებმა მელა
ორღობში მოიმწყვდიეს და ქვით ჩაქოლეს.მელამ მთელი სოფელი გადაკეტა,მელა ადგილიდან ვერ
დაძრეს.მერე ტყავი გახადეს მელას და მთელმა სოფელმა მისგან ქუდები შეიკერა.
ვ)ორღობეში ერთმა
დედაბერმა ჩამოიარა.ხელში თითისტარი ეჭირა.ამ დედაბერმა მელა გადააბრუნა,ნახა, რომ
ტყავი მეორე მხარეს ჰქონდა, ააძრო ტყავი და
იმისგან პატარა შვილიშვილს ფაჩუჩები შეუკერა.
ბიჭმა დაამთავრა
ამბავი და დევებს უთხრა:
-აი, ახლა იმიტომ
მოვედი, რომ გამეგო, რა უფრო საკვირველია.აბა ,თქვენ მითხარითო.
დევებმა კამათი
დაიწყეს ერთმანეთში.
ბიჭმა ამით ისარგებლა
და მოკურცხლა.
დევები კი ეხლაც
ერთმანეთს უტყამენ,მაგრამ ვერ გამოუცვნიათ რომელი ამბავია საკვირველი.
ლექსიკონი:
1.საკვირველი-საოცარი.
2.ბუზებს იგერიებდა-
ბუზებს აფრთხობდა.
3.კორდები- მინდვრები
4.მოიმწყვდიეს-დაიჭირეს
5.ქვით ჩაქოლეს- ქვები დაუშინეს
6.ვერ დაძრეს- ძალიან
მძიმე იყო.
7.თითისტარი- ძაფს
აკეთებენ მისგან.
8.ფაჩუჩები-პატარა
ბავშვის ფეხსაცმელია.
9.კამათი- ჩხუბი
10.მოკურცხლა- გაიქცა.
კითხვები:
1.რა ხერხს მიმართა ბიჭმა თავის გადასარჩენად?
2.რა უნდოდათ დევებს?
3.როგორი ხარი ჰყავდა ბიჭის მამას?
4.როგორი იყო არწივი?
რაზედ იცინოდნენ ყვავილები?
(რევაზ ინანიშვილი)
მოკლე შინაარსი
მამამ გააკეთა ანკესები.გრძელი
ტარით-თავისთვის.ტივტივა- ლურჯი იყო.მეორე ანკესი
გაუკეთა ლევანს-მოკლე
ტარით და წითელი ტივტივათი. სულ პატარა -მოკლე ძაფით და ორფერი ტივტივით პატარა მალხაზს
გაუკეთა.
მიწა გათხარეს და
ჭიაყელებით 2 ასანთის კოლოფი გაავსეს.მერე აიღეს ცარიელი ვედრო და წავიდნენ. მამამ
მონადირის ჩანთაში ჩადო პური და ყველი,ბალიც ჩაყარა.
გავიდნენ აყვავებულ
ველზე.წინ მამა მიდიოდა, მერე მალაზი, ბოლოს კი -ლევანი.
ველზე უამრავი პეპელა
დაფრინავდა,ხტოდნენ
კალიები.გავიდნენ
რიყეზე,ისმოდა მდინარის ხმა.მოდგაფდგაფებდა ,მოჩქაფჩაფებდა წყალი.
გადაუშვეს თავიანთი
ანკესები მდინარეში.
ტივტივები დიდხანს
ტივტივებდნენ,მზე კი ძალიან აცხუნებდა.მერე
სხვა ადგილი მონახეს,იქაც
დიდხანს იტივტივეს
ტივტივებმა.მერე
ბიჭებმა კურკების სროლა დაიწყეს წყლის მეორე მხარეს. მერე ყველანი ადგნენ და წავიდნენ
სახლში.
ყვავილოვან ველზე მიდიოდნენ -მამა, მისი შვილები, მაგრამ წინ მიდიოდა
-მალხაზი, მერე ლევანი და ბოლოში მამას მიჰქონდა ცარიელი ვედრო.
ყველანი მოწყენილები
იყვნენ.მოწყენა არ ეტყობოდათ მათ სასაცილო ჩრდილებს, რომლებიც ისევ ამაყად მიცურავდნენ
ყვავილებზე.
ყვავილები კი იცინოდნენ,
იცინოდნენ, კვდებოდნენ სიცილით.
რაზედ იცინოდნენ
ყვავილები?
ლექსიკონი
1.ტივტივა-ანკესზე
დასამაგრებელი,წყალში რომ ზემოდან იყოს.
2.ველი- მინდორი
3.აყვავებული-ბევრი
ყვავილი იყო .
4.მოდგაფდგაფებდა-წყლის
ხმაური
5.მოჩქაფქაფებდა
- ბევრი წყალი ერთად რომ ხმაურობს.
6.ჩრდილები-მზეზე
რომ ჩანს ჩრდილები.
7.ამაყად მიცურავდნენ-
ლამაზად მიდიოდნენ, თითქოს მიცურავენო.
8.კვდებოდნენ სიცილით-
ბევრს იცინოდნენ.
კითხვები:
1.რატომ გააკეთა
მამამ 3 სხვადასხვანაირი ანკესი?
2.წელიწადის რომელი
დროა ?
3.რატომ იყნენ მოწყენილები
ბოლოს მამა და ბიჭები?
4.რატომ აღარ მოდიოდნენ წამოსვლისას, როგორც ადრე .(მამა, მალხაზი
და ლევანი).რა შეიცვალა?
5.როგორ ფიქრობთ,
რაზედ იცინოდნენ ყვავილები?
6.იყო თუ არა მართლა
სასაცილო ?
დავალება:
1.იპოვე წინადადება,
სადაც წყლის შესახებ შესაფერი ზმნებია გამოყენებული.
2.რა მოგეწონა ამ
მოთხრობაში ყველაზე ძალიან?
3.რა არ მოგეწონა
ამ მოთხრობაში?
4.როგორ შეცვლიდი
ამ მოთხრობის დასასრულს? როგორ დამთავრდებოდა შენი აზრით?
სპილოს მოშინაურება
(ავტორი-იაკობ გოგებაშვილი)
ადამიანები სპილოს
იმიტომ აშინაურებენ, რომ ძალიან ღონიერია.
ერთი სპილო იმდენს
აიკიდებს, რამდენსაც 5 აქლემი.10 ცხენს რომ გაუჭირდება ტვირთის წაღება, ერთ სპილოს
ადვილად მიაქვს.
სპილო ძვირად ფასობს,განსაკუთრებით
მისი თეთრი ეშვები.მისგან ამზადებენ სავარცხლებს და სამკაულებს.
გარეული სპილოს
მოშინაურება ძნელია.მონადირეები თოკს ყელზე აბავენ სპილოს, მერე ხეზე მაგრად მიაბავენ
და სამი დღე საჭმელს არ მისცემენ.სპილო დასუსტდება და ღონე გამოელევა.ასე მოშინაურებულს
სახლში წაიყვანენ.
სპილო ჭკვიანი ცხოველია.როდესაც
ქუხს,ხესთან ახლოს არ მივა.იმიტომ ,რომ ქუხილის დროს მეხი ვარდება და ხეს ეცემა.
სპილო ადამიანის
მოქმედებას უყურებს და თვითონაც ბაძავს მას.როგორც პატარა ბავშვი ჭკვიან ადამიანებში
იზრდება, ისიც ჭკვიანი კაცი გაიზრდება, ასევე ,სპილოც როცა ადამიანთან ცხოვრობს,იმისგან
ჭკუას ითვისებს.
ერთხელ სპილო ქუჩაში
მირბოდა,წინ დახვდა პატარა ბავშვი,რომელმაც გზიდან გადასვლა ვერ მოასწრო.სპილომ ხორთუმით
აიყვანა ბავშვი და ნაზად გადასვა გზის მეორე მხარეს.
სპილო მშვიდი და
უვნებელია, მაგრამ თუ გააბრაზე, გულში ჩაიდებს და სამაგიეროს გადაუხდის.ერთხელ ერთმა
კაცმა კაკალი გატეხა სპილოს თავზე.მეორე დღეს სპილომ ბაზარში კაკლის გროვიდან კაკლები
ესროლა იმ კაცს პირდაპირ შუბლში.
ლექსიკონი
1.მოშინაურება-გარეული
ცხოველი როდესაც შინაური გახდება.
2.ქუხილი- ცაზე
წვიმის დროს რომ ისმის დიდი ქუხილის ხმა
3.მეხი- ქუხილის
დროს ჩამოვარდება ცეცხლის ბურთი,მას ჰქვია მეხი.
4.უვნებელია-არავის
არაფერს დაუშავებს.
დავალება:
ჩამოთვალე სპილოს თვისებები(როგორი თვისებები აქვს სპილოს?)
კუ და მორიელი
(სულხან -საბა ორბელიანი)
ერთი კუ და მორიელი
დაძმობილდნენ.წავიდნენ გზაზე. დაინახეს წყალი .კუმ უთხრა მორიელს-ზურგზე შემაჯექი და
გაგიყვანო.
შეაჯდა მორიელი
ზურგზე და გაცურეს. უცებ მორიელმა კბენა დაუწყო კუს. კუმ ჰკითხა- რას აკეთებ ძმაო? მორიელმა უთხრა- რა ვქნა, არც მე მინდა, მაგრამ
ასეთი გვარისა ვარ, ყველას, მტერსაც და მოყვარესაც უნდა ვუკბინოო.
კუმ დაიყურყუმელა,(წყალში
ჩაყვინთა) ,მორიელი წყალში ჩააგდო და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი ისეთია დაკბენილი ხორცი თუ არ დაიბანა, გაუსივდება
და მოკვდებაო.
კუ და კურდღელი
ეზოპეს იგავი
კუ და კურდღელი
დამეგობრდნენ. ერთხელ დაიწყეს კამათი, რომელი უფრო სწრაფი იყო. დანიშნეს შეჯიბრება.ის
ადგილიც მონიშნეს, სადაც უნდა მისულიყვნენ.
კურდღელი დარწმუნებული
იყო, რომ მივიდოდა ადრე კუზე, იმიტომ ,რომ სწრაფად დარბოდა. ამიტომ კურდღელი წამოწვა
ხის ქვეშ და დაიძინა.
ამასობაში კუ მიდიოდა
შეუსვენებლად, დრო არ დაკარგა და გაასწრო კურდღელს.კუმ
გაასწრო ჩაძინებულ კურდღელს და ჯილდოც დაიმსახურა.
ლექსიკონი
1.კამათი- ჩხუბი
2.დარწმუნებული იყო- კარგად იცოდა
3.ჯილდო- გამარჯვებულის
საჩუქარი
დავალება
1.რა განსხვავებაა ამ ორ იგავს შორის?
2. რა მსგავსებაა ამ ორ იგავს შორის?
ჭიანჭველები
ავტორი- იაკობ
გოგებაშვილი
(პირველი ნაწილი)
ერთ ბაღში ბევრი ხეხილი იდგა-ვაშლი, ატამი,კაკალი მსახალი.ამ
ბაღში ცხოვრობდა მებაღე,რომელიც ხეებს წყალს უსხავდა.აქვე ჭიანჭველებს ჰქონდათ ბუდე.
მათ გაიგე,რომ ბაღში ბევრი ხილი იდგა და გაეშურნენ საჭმელად.
მებაღე მივიდა ერთ
ხესთან და დაინახა ბევრი ჭიანჭველა.გადაწყვიტა,ჭიანჭველების მოშორება, მაგრამ მათ კბენა
დაუწყეს. მაშინ მებაღემ რჩევა ჰკითხა ერთ კაცს.მან უთხრა,თამბაქოს წვენი წაუსვი ხეს
და ჭიანჭველა არ მიეკარება ხესო.
მეორე დღეს მებაღემ
აიღო თამბაქოს ფოთლები და მისი წვენი ხეს წაუსვა.ჭიანჭველები როცა დანაყრდნენ და ხიდან
ჩამოსვლა გადაწყვიტეს, ნახეს, რომ დატყვევებულები იყვნენ.ისინი ხის კენწეროზე ავიდნენ
და თათბირი დაიწყეს,რა უნდა ექნათ.ერთმა გამოცდილმა ჭიანჭველამ თქვა: მოდი, ვინც მამაცია,
გაყვითლებულ ფოთოლზე დაჯდეს ,ფოთლები ძირს
ჩაცვივა და მერე ვინც დაბლა იქნება,ქვემოდან მიწის ხიდი გაგვიკეთოსო.
მართლაც ასე გააკეთეს
ჭიანჭველებმა,მებაღე უყურებდა მათ საქმიანობას და მოსწონდა ჭიანჭველების გონიერება.
ლექსიკონი
1.რჩევა ჰკითხა-ჰკითხა
,ეს როგორ გავაკეთოო.
2.თამბაქო-არის
მცენარე, რომლის ფოთლებისგანაც აკეთებენ სიგარეტს.
3.დანაყრდნენ- კარგად
ჭამეს
4.დატყვევებულები-ვერსად
წავიდოდნენ,ხეზე დარჩნენ.
5.კენწერო- ხის
ზემო ტოტები.
6.თათბირი- მოლაპარაკება
7.გამოცდილი-ჭკვიანი
8.გონიერება-ჭკუა.
ჭიანჭველები
ავტორი-იაკობ გოგებაშვილი
(მეორე ნაწილი)
მებაღემ დაინახა,
რომ ჭიანჭველები გონიერები იყვნენ,მაგრამ ხეც
ეცოდებოდა, რადგან ჭიანჭველები ხეს აფუჭებდნენ.
მებაღემ ხის გარშემო
დიდი თხრილი გააკეთა და შიგ წყალი ჩაასხა.როცა ჭიანჭველებმა დაინახეს, რომ ხის გარშემო
წყალი იყო,გაჩერდნენ და დაიწყეს ფიქრი, რა ვქნათო.
სამი ჭკვიანი ჭიანჭველა
მოვიდა და უთხრა-ნუ გეშინიათ ძმებო! შევიდეთ წყალში, ზოგი დაიხრჩობა, ზოგი-არა .დანარჩენები
კი დამხრჩვალ ჭიანჭველებზე, როგორც ხიდზე, ისე გადავივლითო.
მართლაც ჭიანჭველები
შევიდნენ წყალში და გააკეთეს ხიდი.მერე ამ ხიდზე გადავიდნენ სხვა ჭიანჭველები.
როდესაც მებაღემ
დაინახა, რომ ჭიანჭველებს ასე უყვარდათ ერთმანეთი,თავი დაანება მათ და ნება მისცა,
რომ ეჭამათ ბაღის ხილი
ლექსიკონი:
1.ეცოდებოდა - არ
უნდოდა ხის გაფუჭება
2.თხრილი-დიდი ორმო
3.ნება მისცა-რაც
უნდოდათ ის ეკეთებინათ.
4.დამხრჩვალი-წყალში
რომ დაიხრჩობა.
ქართული ხალხური
ზღაპარი -დედა
ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ. წადი, მომშორდი, დაუყვირა დედამ და ზურგი შეაქცია.
„დედას არ ვყვარებივარო“, - გაიფიქრა გელამ და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.
მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა. მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.
- სად მიდიხარო?
- დედაზე უკეთესს ვეძებო.
- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.
შემოხვდა დათვი.
- სად მიდიხარო?
- დედაზე უკეთესს ვეძებო.
- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და... სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო .(1)
„დედას არ ვყვარებივარო“, - გაიფიქრა გელამ და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.
მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა. მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.
- სად მიდიხარო?
- დედაზე უკეთესს ვეძებო.
- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.
შემოხვდა დათვი.
- სად მიდიხარო?
- დედაზე უკეთესს ვეძებო.
- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და... სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო .(1)
შემოხვდა ბერიკაცი!
- სად მიდიხარ, კარგო ბიჭოო?
- დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.
მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.
- სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭოო?
- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
- შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.
დედაბერმაც განი მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.
- ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?
- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.
- დედა რა არისო?
- დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.
- არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.
- როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმეო? (2)
- არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდებიო.
- საჭმელს ვინ გიმზადებსო?
- საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.
- ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?
- ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.
- მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არისო?
- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს გაგითლიო.
მშვილდ-ისრის ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:
- მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?
- მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.
გელას ძალიან მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა ხელი და უკან დაბრუნდნენ.
შემოხვდათ დედაბერი.
- ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომიაო.
- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვსო?!
შემოხვდათ ბერიკაცი.
- მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი გამხდომიაო.
- ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობაო?!
შემოხვდათ დათვი.
- ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთო.
- ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალთო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინიაო.
იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.
- ფერდებიც დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულანო.
- ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.
- რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.
მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, დედა კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.
- აგერ, დედა რა არისო, - დაანახვა გელამ.
დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.
- ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?
- დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.
დედამ შვილს ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:
- იუ, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია... შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავსო.
პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან უფრო აუჩვილა დედას გული.
- ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
- არ წავიდეთ?! - წასჩურჩულა გელამ.
- მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.
ლექსიკონი
1.ზურგი შეაქცია-
წავიდა
2.ფეხაკრეფით-ნელა
წავიდა,ჩუმად
3.იწრიალა- იარა
ეზოში
4.გაუჩინარდა- გაქრა
5.უკანმოუხედავად-
უკან არ იყურებოდა
6.გზას ბარაქა დააყარა-
დიდი ხანი იარა
7.გეახელი-
ვჭამე
ნაცარქექია
ქართული ხალხური ზღაპარი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი
კაცი.
ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, - ეუბნებოდნენ ყოველდღე, - ადექი, გაისარჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო . მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გამოუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ხელში ჩხირი მისცეს, ჩოხის კალთაში საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს: ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი, აქ არ დაგიგულოთ, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარგითო, - უთხრა ნაცარქექიამ, - ვეცდები, რაც შეიძლება შორს წავიდეო, - და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, - იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც ცხრათავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა. დაინახა ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა: ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო! დევს ძალიან გაუკვირდა, აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქა რის პატრონია, ამას რომ მიბედავსო, და გამოსძახა: ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო? ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს: აი, შე ქინქლავ, შენა! ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შე ბრიყვო და ბაბაყურო, ხაბირიკა არ გაგიგონია, ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი? მე სწორედ ისა ვარო! არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარ-მტვრად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ მანდ აიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივემ ხელი და, ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო?! აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, - გასძახა ნაცარქექიამ, - გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ – და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო! გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერ აადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა! ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, - თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილად ეახლა ნაცარქექიას, დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა, როგორც იქნა, გაუბედა და ჰკითხა: ბატონო, ხაბირიკავ, ნაცრიყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო, ასეთი ღონის პატრონი, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო? მსუბუქიო? ხა, ხა, ხა, - გადაიხარხარა ნაცარქექიამ, - შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რაკი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერივარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო, და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა: აბა, ასძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგოო. ღმერთო მწყალობელო, აბა, ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინოო! – ასძახა ცისკენ ნაცარქექიამ, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა, მთელი ზეცა ზედ დამაწვაო და შეშინებულმა, მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო: შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს, ისევ აგწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? – ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, - უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა: თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. დევი წავიდა. ხმიადს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება. წვალება-წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და, ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, - რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? – შეუტია ნაცარქექიამ, - ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მანდ რას აკეთებო? – ჰკითხა დევმა. რას ვაკეთებ და, აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო?! ღმერთო, ეს ვინა ყოფილა?! – გაოცდა დევი, ამოდენა თავხე მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. – დაჰკრა დევმა ფეხი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა. დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა, წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა: ძმებო, მუქთახორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ, სულ იმას მაყვედრიდით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი, ახლა ჩემს წილად ეს სახლ-კარი და ქონება-ცხოვრება შემომაქვს, ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. |
No comments:
Post a Comment