თემა: „ ევროპა
ჩემს გაკვეთილზე “
გაკვეთილის გეგმა
კლასი/კლასები
|
მე-8 კლასი
|
მასწავლებელი
|
ქართული ენის და ლიტერატურის
მასწავლებელი ლუიზა პეტრიაშვილი.
|
ჩატარების დრო
|
2017 წლის 12 მარტი
|
გაკვეთილის თემა
|
რევაზ ინანიშვილის ნოველა-,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? ‘’და ემზარ კვიტაიშვილის წერილი ,,სიკეთის შუქი
‘’.
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა
|
45 წუთი.
|
კლასის დახასიათება
|
კლასში არის 20 მოსწავლე.განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეები
კლასში არ არიან.
|
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
|
ტექსტზე მუშაობის, შედარების, მსჯელობის, დასკვნების გამოტანის და ჯგუფში
მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.მოსწავლეებს ტექსტის შესწავლის მერე უნდა განუვითარდეთ
კულტურული ფასეულობები, მაგალითად, ქალის პატივისცემა, ჰქონდეთ ღირსების და პატიების უნარიც.
ქართ. VIII 1.მოსწავლეს
შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
ქართ.VIII
5.მოსწავლეს შუძლია გაიაზროს , გაანალიზოს და შეაფასოს ტექსტები,(მხატვრული, არამხატვრული),რომლებიც
შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს, ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე.
მოსწავლეები ტექსტზე დაყრდნობით შეძლებენ პარალელის გავლებას სხვადასხვა
ნაწარმოებთან და რეალურ ცხოვრებათან.უნდა
გაიაზრონ, რატომ დგას ღირსება სიცოცხლეზე მაღლა.
|
გაკვეთილის მსვლელობა (აქტივობები)
|
მოსწავლეებს ვახსენებ ტექსტს, რ.ინანიშვილის ნოველას. 1)ვინ არიან ნოველაში
წარმოდგენილი პერსონაჟები და რის ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი მათ შორის? 2)როგორ
ფიქრობთ,ორ პერსონაჟს შორის დიალოგზე დაყრდნობით შეიძლება თუ არა მათი ხასიათის ამოცნობა?3)რა
დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ვიტგენშტეინის საქციელზე ?
ორგანიზება-მუშაობა მთელ კლასთან.დრო-5წთ.
აქტივობა-1.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას-ემზარ კვიტაიშვილის წერილს-,,სიკეთის
შუქი“
პაპუნა წერეთლის ნაამბობი ნამდვილი ამბავი.
მინი-ლექცია
ვინ არის ალექსანდრე ვიტგენშტეინი ,სადაური ფესვები აქვს მას, იმპერატორთან ახლობლობა, რატომ მოაქვს რ. ინანიშვილს ეპიგრაფად
ეფრონის ენციკლოპედიის ცნობა ამ ძველი , გაქრობის პირას მისული გვარის ვიტგენშტეინის წარმომავლობის შესახებ?
მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ეს გვარი ავსტრიული წარმომავლობის უძველესი არისტოკტატული გვარია და სწორედ ასეთი აღზრდის კვალი ატყვია ჩვენი პერსონაჟის ქცევას და ეს დასავლური
კულტურის მაჩვენებელია.
აქტივობა -2.
სიღრმისეული წვდომის მიზნით გაკვეთილზე ვაჩვენებ თემის შესაბამის ვიდეომასალას
და სურათებს.მოსწავლეები ნახავენ ალ.ვიტგენშტეინის ნამდვილ, უნიკალურ ფოტოს( ბიძაშვილთან,
ნინო დადიანთან ერთად გადაღებულს) და იმსჯელებენ ინდივიდუალურად,შეესიტყვება თუ არა
მწერლის მიერ წარმოდგენილი პორტრეტი ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას?
აქტივობა-3.
კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვურიგებ
ფურცლებს Tდიაგრამით.ვთხოვ,
შეადარონ ერთმანეთს მხატვრული ნაწარმოები და პაპუნა წერეთლის ნამდვილი ნაამბობი.უნდა
გააკეთონ მსგავსება და განსხვავება მათ შორის, ასევე , რა არის დამატებული ტექსტში მწერლის მიერ.
პრეზენტაციის მერე ვურიგებ მოსწავლეებს თვითშეფასების კითხვარებს.
|
საკლასო მენეჯმენტი
|
კლასში მოსწავლეებთან ვიმუშავებ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებში.
გამოწვევის ფაზა-5წთ.
აქტივობა 1- 5წთ.
აქტივობა 2-10 წთ.
აქტივობა 3-15 წთ.
შეფასება, თვითშეფასება და საშინაო დავალება-10 წთ.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი -ლუიზა პეტრიაშვილი
15. V. 2018 წელი.
გაკვეთილის
თემა
|
,,ბულინგი“
|
საგანი/კლასი
|
ქართული
ენა
IX კლასი; 15 მოსწავლე; კლასში სსსმ მოსწავლე არ ირიცხება.
|
სამოდელო
გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე
ორიენტირებული სწავლება.
|
გაკვეთილის
აქტუალობა/
მნიშვნელობა
|
გაკვეთილის
აქტუალობა განპირობებულია დასმული პრობლემის აქტუალობით. ბულინგი ერთ - ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ძალადობის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
იმ სოციალურ გარემოში კი , სადაც ჩემი მოსწავლეები ცხოვრობენ და სწავლობენ, მკაცრი რელიგიური მენტალობითა თუ ტრადიციების ზეგავლენით დიდია სხვადსხვა ტიპის ბულინგის, მათ შორის, ოჯახური
ბულინგის რისკფაქტორები, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მოსწავლეთა
ნაკლებინფორმირებულობა, ავტორიტარული ურთიერთობებისადმი მორჩილება და ტრადიციულ
ინსტიტუტებზე ბრმად, გაუთვითცნობიერებლად მიჯაჭვა.
გამომდინარე აქედან, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის გათვითცნობიერება, მისი ანალიზისა და პრობლემიდან გამოსავლის ძებნის უნარ-ჩვევის განვითარება, გადაჭრის გზების დასახვა.
|
საკლასო
მენეჯმენტი /საგანმანათლებლო რესურსები
|
·
ფოტომასალებზე დაყრდნობით ვარაუდების გამოთქმა.
·
ადაპტირებული საკითხავი ტექსტი. მისის გაგება/გააზრება.
·
პრობლემაზე ორიენტირებული მოლკემეტრაჟიანი ფილმი.
·
კითხვა/პასუხი. ( გაგება/გააზრება)
·
,,კორპორატიული წერა“. პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი,
პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
·
ინფორმაციის მაორგანიზებელი სქემების შევსება/ კლასიფიცირება.
·
დისკუსია. არგუმენტირებული მსჯელობა პრობლემასა და
მისი გადაჭრის ოპტიმალურ გზებზე.
|
წინარე
ცოდნა
|
მათი წინარე გამოცდილება ძირითადად
უკავშირდება სამოქალაქო განათლებას,
გავლილი აქვთ საკითხები: საზოგადოებრივი
უსაფრთხოება და მისი კომპონენტები უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო: სკოლაში,
დასახლებაში და ქვეყანაში. იცნობენ ადმიანის უფლებების მორალურ საფუძვლებს, ბავშვთა
დაცვის ევროპულ კონვენციას.
|
გამოყენებული
მეთოდები და აქტივობები,
სწავლების
სტრატეგიები, რომლებიც გამოყენებული იქნა გაკვეთილის მიზნის მისაღწევად
|
გაკვეთილის
მიზნის მისაღწევად გამოვიყენე:
Ø
ვარაუდების
მეთოდი
Ø
ჩაღრმავებული კითხვა
Ø
ინფორმაციის მაორგანიზებლები/სქემები
Ø
აუდიოვიზუალური მოსმენა
Ø
,,მასწავლებელი კალამი“
Ø
,,კოოპერატიული წერა“
Ø
დისკუსია
|
გაკვეთილის
მიზანი
ეროვნული
სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/
ინდიკატორები
|
·
მოსწავლე შეძლებს:
ბულინგის რაობის გაგებას.
·
ბულინგის გაცნობიერებას, პროლემის იდენტიფიცირებას, პრობლემის შეფასებას
და მის
ანალიზს.
·
საკითხთან
დაკავშირებით არგუმენტირებულ მსჯელობას.
·
შეძლებს პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების შერჩევას.
მოსმენა
ქ.მ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია ქართულ ენაზე საბავშვო გადაცემების ყურება და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იგებს დოკუმენტური ფილმების
ძირითად შინაარსს მისთვის საინტერესო თემაზე;
ქ.მ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია
შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩანაწერის ან უშუალოდ მეტყველების
მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრი, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია);
·
ცდილობს უცნობი სიტყვების,
გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ სიტყვიერ თუ არასიტყვიერ ელემენტებზე
(კონტექსტი, მიმიკა/ჟესტიკულაცია, ინტონაცია,
ხმის ტემბრი, ილუსტრაცია და სხვა) დაყრდნობით;
კითხვა
ქ.მ.VI.6. მოსწავლეს
შეუძლია ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის
ტექსტების წაკითხვა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ტექსტში ეძებს და პოულობს
კონკრეტულ ინფორმაციას;
·
ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე
(ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას.
·
ექსპლიციტურ ინფორმაციაზე
დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა;
ლაპარაკი
ქ.მ.VI.17. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ კითხვებზე;
·
გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას
გარკვეულ საკითხზე, მოჰყავს მაგალითები პირადი გამოცდილებიდან;
·
გამოხატავს თავის ემოციებს, განწყობებს, სურვილებს.
ქ.მ. VI. 28. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის
წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კამათისას ყურს უგდებს
განსხვავებულ მოსაზრებებს;
·
შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·
კამათისას ისმენს თანაგუნდელის არგუმენტს, მოაქვს საკუთარი არგუმენტი;
ქ.მ.VI.23. მოსწავლეს შეუძლია
სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაბმა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ავსებს თვითშეფასების
სქემებს;
|
I
ფაზა- წინარე ცოდნის გააქტიურება
II ფაზა
გაკვეთილის
მსვლელობა.
|
აქტივობა
1. დაათლიერეთ
ფოტოგალერეა და გამოთქვით ვარაუდები:
რას გამოხატავენ ეს სურათები?
რატომ გამოიყურებიან ასე ეს ადამიანები? აარჩიეთ
რეპლიკა და მიუწერეთ შესაბამის ფოტოს. დაასათაურეთ ფოტოგალერეა. – 8 წთ.
აქტივობა
2. წაიკითხეთ
ტექსტი და შეასრულეთ დავალება:
·
წინადადებებს მიუწერეთ სწორია/არასწორია .
·
შეავსეთ სქემა (დააჯგუფეთ ტექსტში მოცემული ინფორმაცია სქემის მიხევით).-13
წთ.
·
შემოხაზეთ სწორი ვარიანტები.
·
წინადადებებს მიუწერეთ შესაბამისი
რეპლიკა: მამა/ შვილი-12 წთ.
|
აქტივობა
4. -,,მასწავლებელი კალამი“
მასწავლებლის დახმარებით დაწერეთ
ფლიპჩარტზე, რა კითხვები გაგიჩნდათ ფილმის ნახვის შემდეგ?
-8წთ.
აქტივობა
5. კითხვა/პასუხი.
რა გრძნობები დაგეუფლათ ფილმის ნახვის შემდეგ? რატომ? როდისმე გქონიათ
ასეთი განცდა? სად? როდის?
როგორ იქცევა პატარა ბიჭი? თქვენი აზრით რატომ იქცევა ასე? სწორად იქცევა
ის?
როგორ იქცევიან ფილმში ადამიანები?
სწორად იქცევიან ისინი? -10წთ.
აქტივობა
6. ,,კოოპერატიული წერა“.
თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ
დროს? მოიფიქრეთ და დაწერეთ რჩევები. თქვენი
აზრით, რა ქნას ბიჭმა? როგორ მოიქცეს? ვის მიმართოს მან? და წარმოადგინეთ კლასის წინაშე-12
წთ.
აქტივობა
7. შეავსეთ სქემა. წაიკითხეთ პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ დასახული გზები
და დანომრეთ თანმიმდევრულად, მათი ეფექტურობის
გათვალისწინებით. -10 წთ.
|
|
III ფაზა---შეჯამება
|
აქტივობა 8. დისკუსია. გადახედეთ
პრობლემის გადაჭრის თქვენ მიერ დასახულ გზებს
და არგუმენტებით დაამტკიცეთ რატომ მიგაჩნიათ ეს გზა საუკეთესო გამოსავლად. -10 წთ.
აქტივობა 9. საშინაო
დავალება- გაიხსენეთ ბულინგის
შემთხვევა თქვენს გარშემო და შეავსეთ სქემა კითხვების შესაბამისად: -3წთ.
·
რა სახის ბულინგია?
·
მოახდინეთ პრობლემის
იდენტიფიცირება, აღწერეთ პრობლემა.
·
დასახეთ პრობლემის
გადაჭრის ეფექტური გზები.
აქტივობა 10 . შეავსეთ თვითშეფასების კითხვარი.
-4წთ.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი
და განმავითარებელი შეფასება.
მოსწავლის
თვითშეფასება.
მასწავლებლის
თვითშფასება
დისკუსიის
შეფასების რუბრიკა
|
შეფასების ფორმები
გაკვეთილის
ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა
მოსწავლის სახელი და გვარი
------------------------------------------------------
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?
|
|
რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?
|
|
რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?
|
|
ვისთან ერთად იმუშავე?
|
|
რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?
|
|
რა ვერ გააკეთე კარგად? რატომ? რა იყო მიზეზი?
|
|
რა გინდა, შემდეგში უკეთ გააკეთო?
|
დისკუსიის
შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი, გვარი
---------------------------------------------------------
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს
აზრს
|
2
|
მსჯელობს არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს დასკვნებს
|
2
|
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის
ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია ოპონენტის მიმართ,
ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
მასწავლებლის
თვითშეფასება
კრიტერიუმები~
|
შეფასება (1, 2, 3 )
|
|
1.
|
შემიძლია უზრუნველვყო მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
|
|
2.
|
მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას თამამად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები;
|
|
3.
|
საჭიროების შემთხვევაში შემიძლია გეგმის
მოდელირება.
|
|
4.
|
სწორად ვარჩევ აქტივობებსა და მეთოდებს საგაკვეთილო პროცესში;
|
|
5.
|
სწორად ვანაწილებ დროს გაკვეთილის მსვლელობისას ;
|
|
6.
|
ჯგუფებში მოსწავლეებს ვანაწილებ დემოკრატიულად;
|
|
7.
|
მოსწავლეებს ვაძლევ ადეკვატურ უკუკავშირს.
|
|
8.
|
ჯგუფური მუშაობისას შემიძლია შევქმნა კონკურენტუნარიანი გარემო, შეფასების შემდეგ მოსწავლეები არ უპირისპირდებიან ერთამნეთს;
|
|
9.
|
ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე;
|
|
10.
|
სახლში მიცემული დავალება ჩემი მოსწავლეებისათვის არის საინტერესო;
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი,პირადი ნომერი-ლუიზა პეტრიაშვილი #35001088262
საგანი-ქართული
ენა და ლიერტურა
სწავლების საფეხური/კლასი-
დაწყებითი, მე-4 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა-15(სსმ
მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა
|
,,ქართული ხალხური ზღაპარი-,,მეჩონგურე“.
|
ესგ-სშედეგები
ქართული დაწყებ.IV.2.-მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით
განსზღვრული სხვადასხ
ვა ტილის ტექსტების მოსმენა,გაგება-გააზრება და გადმოცემა.
ქართული დაწყებ.IV.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი
დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის მიმართ
,მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟე
ბის,მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
ქართული დაწყებ.IV.6.მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
|
ინდიკატორები:
·
ამოიცნობს და განარჩევს სასაუბრო ტექსტების სახეებს.(აღწერას,თხრობას,დიალოგს).
·
ახარისხებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას.
·
თანამიმდევრობის დაცვით გადმოსცემს ტექსტების შინაარსს.
·
მოჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და
თანამიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
·
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას
.
·
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ
გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს.
·
გაბმულად (შეფერხების გარეშე)სათანადო ტემპითა და
შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს.
|
გაკვეთილის მიზნები:
|
მოსწავლეებმა
უნდა შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება,ისინი აითვისებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებსა და ფრაზებს,გამოიყენებენ
ადეკვატურად წინადადებებში.
გაკვეთილზე მასწავლებელი გამოიყენებს ონლაინ ინსტრუმენტებს,
რომელიც ხელს შეუწყობს მოსმენილი ტექსტის წვდომა-გაგებას,შეძლებენ წაკითხული ტექსტის დაკავშირებას წინარე ცოდნასთან,შეძლებენ
ინსტრუქციების მიხედვით ტექსტის სიუჟეტური შინაარსიის მიხედვით თანმიმდევრულად დალაგებას.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ტექსტში მოცემული ინფორმაციის
ამოცნობა,დახარისხება, ზღაპრის მახასიათებელი სიტყვები, როგორ იწყება და მთავრდება
ზღაპარი, უნდა იცოდნენ სხვა ზღაპართან პარალელის გავლება და პერსონაჟების თვისებებზე მსჯელობა.
|
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზება
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1. მისალმების შემდეგ მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს--როგორ
ვხვდებით, რომ ეს ნაწარმოები ზღაპარია?რით იწყება ზღაპარი?როგორ ვითარდება წესით
ზღაპრებში მოქმედება?რატომ იმარჯვეს ყოველთვის სიკეთე ბოროტებაზე?სხვა რომელი ზღაპარი
გახსენდებათ,სადაც გმირი რაიმე დავალების შესასრულებლად მიდის?
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები გაიხსენებენ წინარე ცოდნას და გაუჩნდებათ ინტერესი
შესასწავლი მასალისადმი.
|
გონებრივი იერიში. კითხვები გამოწ
ვევისთვის,წინარე ცოდნის გააქ
ტიურება.
|
ინდივიდუალური,
ჯგუფური..
|
დაფა, ცარცი, მარკერი.
|
5წთ.
|
2.მასწავლებელი საჩვენებელი კითხვით აცნობს ტექსტს
მოსწავლეებს.მასწავლებელი სათანადო ინტონაციით კითხულობს ტექსტს,შემდეგ მოსწავლეები
კითხულობენ.
აქტივობის მიზანი:მოსწალეები სათანადო ტემბრით წაიკითხავენ
ტექსტს კლასის წინაშე,ისინი ისწავლიან გაბმულ კითხვას.
|
საჩვენებელი კითხვა.
ინდივიდუალური კითხვა გაგრძელებებით.
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო.ტექსტი
|
10წ
|
3.მასწავლებელი კითხვის პროცესში სთხოვს მოსწავლეებს,
რომ ტექსტში გახაზონ უცნობი სიტყვები.მასწავლებელი ილუსტრაციების საშუალებით უხსნის
ახალ სიტყვებს,ასევე უხსნის ფრაზების მნიშვნელობებს-,,ცხრა
მთა გადაიარა’’, ,,ჩიტიც კი ვერ გადააფრინდებოდა“.
აქტივობის მიზანი:ახალი ლექსიკური ერთეულების სესწავლე
და მათი გამოყენება ადეკვატურად.
|
,,სიტყვების სალარო’’,ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
|
ფორუმი
|
ფლიფჩარტი, ფოტოები.
|
7წთ
|
4.მასწავლებელი ამოწმებს ტექსტის გაგებას.აძლევს დავალებას-ბუკებში
მოცემულია სხვადასხვა ეპიზოდებიდან ამოღებუ
ლი წინადადებები.მოსწავლეებმა უნდა დაალაგონ სიუ
ჟეტის,შინაარსის თანამიმდევრობით. https://learningapps.org/watch?v=p32rhvxjc18
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები უკეთესად აითვისებენ
ტექსტს .
|
გაკვეთილის შეჯამება-დაალაგე წინადადებები
|
ჯგუფური სამუშაო
|
ბუკები,კომპიუტერი
|
10წ
|
5.მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს ,შეკითხვებს უსვამს.
შემდეგ აძლევს მოწავლეებს პატარა ტესტს-მოიცნონ პერსონაჟების
მახასიათებლები.
https://learningapps.org/display?v=pfvqd2y5j18
6.მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, აძლევს განმავითარებელ
შეფასებებს.შეაქებს აქტიურ მოსწავლეებს.
საშინაო დავალება:
მოიფიქრონ და დაწერონ შესწავლილი ზღაპრის გაგრძელება-რა
მოხდება შემდეგ?
|
ტესტზე მუშაობა
|
წყვილებში
|
ბუკები ,კომპიუტერი
|
7წთ
6წთ
|
შეფასების საგანი
(კრიტერიუმები)
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
სუსტი
|
1.ენობრივი და კომუნიკაციური უნარების ფლობა.
ცოდნის გამოყენება.
|
გამართულად მეტყველებს,კითხვისას იცავს პუნქტუაციის
წესებს.
აქვს საინტერესო იდეე
ბი.
|
კითხვის
დროს უშვებს
უმნი
შვნელო შეცდომებს,ეშლე
ბა პუნქტუაციის
წესები.
|
ვერ კი
თხულო
ბს,არ იცავს პუნქტუ
აციის წესებს.
|
2.თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.საპრეზენტაციო
უნარები
|
მეგობრული და კომუნიკაბელურია,იყენებს
საინფომაციო ტექნოლოგიებს,ფლობს ინფორმაციის მოპოვების
უნარს.
|
თანამშრომლო
ბს ჯგუფებთან მუშაობის დროს.იყენებს
ტექნოლოგიებს.
|
ვერ ფლობს ჯგუფებ
თან მუშაობის
უნარს,არ იცის ტექნოლო
გიების გამოყენება.
|
3.ორგანიზებულობა და ჩართულობა.
|
ყოველთვის აქტიურია და ორგანიზებული.
|
იშვათად ერთვება საამუშაოებში,აკლია ორგანიზებულობა.
|
პასიურია,
არ ერთვება
ჯგუფურ
სამუშაოში.
|
ქართული ენის
და ლიტერატურის მასწავლებელი-ლუიზა პეტრიაშვილი.(გარდაბნის მუნიციპ.-ის სოფ.ქესალოს
საჯარო სკოლა).
ექსკურსიის დაგეგმვა
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა ასაკი
|
14-15წ.
|
საწავლო მიზანი
|
თვალსაწიერის გაფართოება და მოსწავლეებში ინტერესის აღძვრა.
ჩამოუყალიბდებათ ღირებულებებითი
დამოკიდებულება ისტორ
იულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
განუვითარდებათ ემოციური და ესთეტიკური აღქმის უნარი.მოსწ
აველეები ისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის დაფასებას და
გაფრთხილებას.მათ ექნებათ ერთგვარი მასტიმულებელი საშუალე
ბა ახალი შემოქმედებითი იდეებისათვის.
მოსწავლეები ისწავლიან სამუზეუმო ექსპონატების ისტორიულ-
კულტურული კონტექსტის დანახვას,მათ
შეფასებას,რათა გამოიყ
ენოს ისინი პრიმიტიული მასკულტურის საწინააღმდეგოდ.მოსწავ
ლეები ისწავლიან საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას,მიე
ცემათ აღმოჩენის შესაძლებლობა,განუვითარდებათ კვლევითი უნ
არ-ჩვევები.
|
კავშირი მოსწავლეთა მიმდინარე სამუშაოებთან
|
დაიგეგმება ექსკურსია ს.წინანდალში,ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.ამ
ექსკურსიას ექნება შემეცნებითი მნიშვნელობა,უფრო კარგად გაეცნობიან პოეტის ცხოვრებასა
და შმოქმედებას,ლიტერატურულმა ექსკურსიამ ზემოქმედება უნდა მოახდინოს მოსწავლეტა
ესთეტიკურ შეხედულებაზე,ისინი გაიღრმავებენ ცოდნას არა მარტო ლიტერატურაში,არამედ ხელოვნებაში,გაეცნობიან უნიკალურ
სუბტროპიკულ და ეგზოტიკურ მცენარეებს.
|
მოსამზადებელი სამუშაოები
|
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ექსკურსიის გეგმას,მოსწავლეებს ავალებს გაიგონ ამინდის პროგნოზი,ჯერ სავარაუდო,
შემდეგ კი ზუსტი თარიღის დასაგეგმად.დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის
მათ მოტივაციასა და ჩართულობას.
ტრანსპორტის მოძიება და ყველა შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა.კერძოდ,
განაცხადი დირექტორის სახელზე ,განაცხადში მითითებული უნდა იყოს -ექსკურსიის მარშრუტი,
ექსკურსიის მიზანი,გეგმა, წასვლა-მოსვლის დრო, მოსწავლეთა სია,დამხმარე პერსონალის
სია(მძღოლი,მშობლები,პედაგოგები,ექთანი).ტრანსპორტის გამართულობის შესახებწერილობითი
ინფორმაცია მძღოლის ხელმოწერით დადასტურებული.დოკუმენტაცია დგება 2 ეგზემპლარად.ერთი
ეძლევა დირექტორს, მეორეს კი ინახავს ექსკურსიის ორგანიზატორი მასწავლებელი ექსკურსიის
დასრულე
ბამდე.
|
მასწავლებლისათვის
|
მასწავლებელი მოიწვევს მშობელთა კრებას,სადაც გააცნობს მათ ექსკურსიის
მოწყობის მიზნებსა და ამოცანებს,რათა მშობლებმა უზრუნველყონ მატერიალური რესურსებით.
მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს ექსკურსიისათვის.გაეც
ნოს სათანადო ლიტერატურას, გამოიყენოს საგანთაორის კავშირე
ბი,რათა მეტი ემოციური დატვირთვა მოახდინოს მსმენელებზე.
მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს მუზეუმში მოქვევის წესები, რას
უნდა მიაქციონ ყურადღება,როგორ ჩაიწერონ ინფორმაცია,ასწავლის უსაფრთხოების წესებს,რომ უნდა დაიცვან
სისუფთავე ,არ დაყარონ ნაგავი.
|
მოსამზადებელი სამუშაოები მოსწავლეებისათვის
|
ექსკურსიამდე რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მითითებებს,ჩასატარებელ სამუშაოებს
წინასწარ ანაწილებს-მაგ.ერთი გააკეთებს ჩანახატს,მეორე გადაიღებს ფოტოს,მესამე ჩაიწერს
მნიშვნელოვან ინფორმაციას.რამდენიმე მოსწავლე წინანდლის ბაღში მცენარებს ფოტოს გადაუღებს,შეარჩევენ
უცხო და იშვიათ ეგზოტიკურ მცენარეებს, რათა მერე გაკვეთილზე განიხილონ.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ,რომ არაფორმარულ გარემოში ყური უგდონ და მისდიონ
მასწავლებლის ინტერესებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
|
რესურსები ექსკურსიისათვის
|
ფურცლები,ფანქრები,ბლოკნოტები.
ფოტოაპარატები
აუცილებელი მედიკამენტები
მშრალი საკვები,წყალი ,ერთჯერადი ჭურჭელი.
სათამაშო ნივთები გასართობად.
|
აქტივობები ექსკურსიის დროს
|
ექსკურსიის დროს მოსწავლეები -გადაიღებენ ფოტოებს,შექმნიან ნახატებს
,შექმნიან ლანდშაპტურ რუკას, რამდენიმე მოსწავლე გამომეტყველებით წაიკითხავს ალექსანდრე
ჭავჭავაძის ლექსებს.
ჩაიწერენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის წარმომავლობის ისტორიას,ასევე
ჩაიწერენ უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ეგზოტიკური
მცენარეების სახელებსაც.
|
ექსკურსიის შემდგომი აქტივობები
|
ექსკურსიის შემდეგ სკოლაში მოეწყობა ფოტოების, ნახატების გამოფენა,ასევე
მოახდენენ შეგროვებული მასალის პრეზენტაციას.
მოსწავლეები მიეჩვევიან სხვადასხვა წყაროებზე მუშაობას განუვითარდებათ
კვლევის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები დაწერენ ესეს-,,ვაჰ ,დრონი,დრონი, ნაგებნი მტკბარად,წარილტვნენ,განჰქრნენ
სიზმრებრივ ჩქარად“’.
|
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლუიზა პეტრიაშვილი, #35001088262
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი, მე-3 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
15
გაკვეთილის თემა:
„ ორი ამხანაგი“ (ეზოპეს იგავი)
გაკვეთილის მიზანი:
·
შეძლებენ
ძველი, შესწავლილი მასალის ახალ მასალასთან დაკავშირბას.
·
შეძლებენ ტექსტის გამართულად კითხვას, გაგება გააზრებასა
და ლექსიკონზე მუშაობას.
·
გამოთქვამენ სათაურის მიხედვით ვარაუდებს, ამოიცნობენ
პერსონაჟთა თვისებებს, გამოავლენენ დამოუკიდებელ აზროვნებას.
·
შეძლებენ დასკვნების გამოტანას.
·
შეძლებენ რიცხვითი სახელის შეთანხმებას არსებით სახელთან
საჭირო ფორმით.
გაკვეთილის მსვლელობა
#
|
აქტოვობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზება
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
||
1.
|
მოლოდინის განსაზღვრა,სათაუ-რის მიხედვით გამოხატავენ მო-საზრებას,თუ
რაზე შეიძლება იყოს ტექსტში საუბარი,პასუხო-ბენ
შეკითხვებს:
რა აზრის ხართ მოგობრობაზე? რა არის მთავარი მეგობრობის დროს?
რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მეგობარს? მასსწავლებელი დაფაზე
ხატავს ასოციაციურ რუკას და მოსწავლეების დახმარებით წერს შესაბამის სიტყვებს.
|
კითხვებზე პასუხი
|
ფორუმი
|
დაფა, ცარცი, ფლიპჩარტი,ფლომასტერი.
|
5წთ.
|
||
2.
|
მასწავლებელი წერს უცხო სიტყვებს და ახსნის მათ მნიშვნელობებს: უკანმოუხედავად, თავი მოიმკვდარუნა,ძუნძულით,გასაჭირი.
|
სიტყვების სალარო,ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა.
|
ფორუმი
|
ფლიპჩარტი
|
3წთ
|
||
3
|
ისტ-ის გამოყენებით მასწავლებელი აჩვენებს მულტფილმს-,,რწყილი და ჭიანჭველა“.
|
მსჯელობის და ანალიზის უნარის
განვითარება.
|
ფორუმი
|
ვიდეოფილმი, კომპიუტერი.
|
4წთ
|
||
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მოკლედ აღწერს რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა ბავშვებზე,
კითხვების დახმარებით იგებს მათ აზრს:როგორ მოიქცა ჭიანჭველის დასახმარებლად რწყილი?
რამდენ დავალებას ასრულებს რწყილი, რომ მეგობარი გადაარჩინოს?თქვენ როგორ
მოიქცეოდით რწყილის ადგილზე რომ ყოფილიყავით?
|
გონებრივი იერიში
|
ფორუმი
|
ვიდეოფილმი, კომპიუტერი.
|
3წ
|
||
5
|
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს-,,ორი ამხანაგი“.შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ.მასწავლებელი შეკითხვებით ამოწმებს ტექსტის გაგებას: რა მსგავსებაა
ტექსტსა და ფილმს შორის? როგორ იქცევა
,,ორ ამხანაგში“ ერთი მეგობარი? რწყილი როგორ
იქცევა? თქვენი აზრით, რომელი მეგობრის საქციელია
მოსაწონი და რომლის არა?
|
კითხვა გაგრძელებებით, შეკითხვების
დასმა.
|
სახელმძღვანელო-ტექსტი,გვ.120.
|
7წთ
|
|||
6
|
ტექსტის წაკითხვის მერე მასწავლებელი კლასს ჯგუფებად ჰყოფს და აძლევს
დავალებებს პირველიჯგუფი ასრულებს შემდეგ დავალებას-დასახელებული
ანდაზებიდან უნდა აირჩიონ და შემოხაზონ , რომელიც შეესაბამება ამ იგავის შინაარსს. მეორე ჯგუფი
ტექსტიდან ამოიწერს მოქმედების აღმნიშვნელ სახელებს და მიუთითებს პირსა და რიცხვს. მესამე ჯგუფი კი წერტილების ნაცვლად ჩაწერს
გამოტოვებულ სიტყვას..
|
დავალების შესრულება
|
ჯგუფური მუშაობა
|
აქტივობის ბარათები
|
5
|
||
7
|
მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს, მერე კი ჯგუფების მიხედვით აკეთებენ
პრეზენტაციას.ისინი კითხულობენ შესრულებული დავალების პასუხებს.
|
ჯგუფური მუშაობა.
|
აქტივობის ბარათები
|
10
|
|||
8
|
მაწავლებელი აჯამებს გაკვეთილს: რა იგავი ვისწავლეთ დღეს? ჩამოვთვალოთ რა თვისებები უნდა
ჰქონდეს კარგ მეგობარს? რა შეიძლება დავასკვნათ
,,რწყილისა და ჭიანჭველის’’ შედარებას ,,ორ ამხანაგთან“? ეს ორი მეგობარი რით განსხვავდება
ერთმანეთისგან?
|
შეკითხვების დასმა, უკუკავშირი.
|
ფორუმი
|
ტექსტი, სახელმძღვანელო.
|
|||
9
|
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს,
შეაქებს იმ ჯგუფს, რომელმაც მეტად იაქტიურა,
მოსწავლეებს მისცემს განმავითარებელ შეფასებებს. საშინაო დავალება: დაწერონ
დავალება ,,ჩემი საუკეთესო მეგობარი“
|
ფორუმი
|
შეფასების სქემა.
|
3
|
|||
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი:
III. 2
მოსწავლეს
შეუძლია ლიტერეატურული ტექსტის მოსმენა, გაგება,მოცემულ ტექსტში ასახული ფაქტების დასახელება.
პერსონაჟებისა და საგნების დახასიათება.
III .3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივი მასალის გამოყენება, ფლობს ლექსიკურ
მარაგს და შეუძლია საკუთარი სიტყვებით აზრის გადმოცემა.
სწ ორედ უხამებს
ზმნას სახელს პირსა და რიცხვში. III 4. ფლობს
კითხვით ტექნიკას, თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, იცავს პაუზას
სასვენ ნიშნებთან.
III 6.მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის ტექსტების
დამოუკიდებლად წაკითხვა და გაგება- გააზრება.
შეფასება:
კრიტერიუმები
|
სუსტი
|
საშუალო
|
კარგი
|
|
1
|
კითხვა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზი.
|
|||
2
|
მოსწავლე იგებს სიტყვების მნიშვნელობას და იყენებს.
|
|||
3
|
აქტიურობა და ჩართულობა.
|
|||
4
|
სავარჯიშოებზე მუშაობა(ჯგუფური).
|
ხელმოწერა:
ლ.პეტრიაშვილი
თარიღი:
დავალება-1 დასახელებული ანდაზებიდან აირჩიე და შემოხაზე
ის ანდაზა, რომელიც შეესაბამება ამ იგავს.
1.რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.
2.მედღეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო.
3.რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
4.კაცი ჭირში გამოიცნობაო.
5.თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.
6.კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო.
დავალება მე-2
ტექსტიდან ამოიწერეთ მოქმედების აღმნიშვნელი სახეები
და მიუწერეთ , რომელი პირისაა და რომელ რიცხვშია.
1.
2.
3.
4.
5.
6.
დავალება მე-3
წერტილების ადგილზე ჩაწერეთ გამოტოვებული სიტყვები: დათვი, აძვრა, დაყნოსა, შეწყვიტა, ხიდან, მიუყვებოდა.
1.ორი ამხანაგი ტყისპირს......................
2.ერთი ამხანაგი ხეზე.....................და დაიმალა.
3.დათვი მიუახლოვდა და ...........................
4.ბიჭი ...............ჩამოცოცდა.
5.......................ძუნძულით წავიდა ტყისკენ.
6.ადამიანმა
სუნთქვა......................
გაკვეთილის გეგმა
კოლეგებთან სამუშაო
შეხვედრის-(ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს
) მერე
დაგეგმილი გაკვეთილი ბუნებაში.
მასწავლებლის სახელი-
ლუიზა პეტრიაშვილი
პირადი ნომერი-12001011177
საგანი- ბუნებისმცოდნეობა
სწავლების საფეხური/კლასი
-დაწყებითი,IIკლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა-16
გაკვეთილის თემა-შინაური და გარეული ცხოველები.
გაკვეთილის ხანგრძლივობა-45წთ/ერთი
საგაკვეთილო საათი.
გაკვეთილის მიზანი- შეძლონ ცხოველების ჯგუფებად დაყოფა,დაახასიათონ ისინი
ნიშან-თვისებების მხრივ,აღწერონ მათი მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები.
ჩამოუყალიბდეთ ისეთი
უნარ-ჩვევები,როგორიცაა: დაკვირვება,მეხსიერება,კონცენტრა
ცია,პასუხისმგებლობა,ინტერესი
და ცნობისმოყვარეობა.
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა-შეძლებენ ცხოველების კლასიფიკაციას,რაც დაეხმარება
ბავშვებს ცხოველებთან ურთიერთობაში.ამ გაკვეთილზე კიდევ მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები
დავალებებს შეასრულებენ ბუკებში, განივითარებენ უნარ-ჩვევებს ისტ-ში.
წინასწარი ცოდნა-ბავშვები ზოგადად იცნობენ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას.
კავშირი ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან
მიმართულება-ცოცხალი სამყარო
ბუნ.დაწყ.(I) 2 -მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმების(მცენარეების და
ცხოველების) აღწერა და დახასიათება ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით.ორგანიზმების
დაჯგუფება,ჯგუფების დახასიათება და შედარება.მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების,ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა.
ორგანიზმის სასიცოცხლო
მოთხოვნილებების და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
·
აკვირდება
ცოცხალ სამყაროს საკუთარი შეგრძნების გამოყენებით.
·
აგროვებს
და ამუშავებს მონაცემებს.
გაკვეთილის მსვლელობა
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები.
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
მასწავლებელი ესალმება ბავშვებს,არკვევს მოსწავლეთა დასწრებას.მასწავლებელი
აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზნებს.ასწავლის ჯგუფური მუშაობის წესებს,აცნობს შეფასების
სქემას.
|
მთელი კლასი
|
გაკვეთილის შეფასების სქემა.
|
3წთ.
|
|
2
|
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
გიყვართ ცხოველები?
რომელია თქვენი საყვარელი ცხოველი?
რა თვისებები აქვთ ცოცოხალ ორგანიზმებს?
რა საერთო თვისებები აქვთ ცოცხალ ორგანიზმებს?
რომელ ჯგუფს ეკუთვნიან ცხოველები?
რატომ ჰქვიათ ძუძუმწოვრები?
|
გონებრივი იერიში
|
ფორუმი
|
სახელმძღვანელო
ბუნება IIკლასი
(გ.კვანტალიანი).
|
6წთ.
|
3
|
მასწავლებელი კომპიუტერით მოსწავლეებს უჩვენებს სლაიდებს ცხოველების
გასაცნობად.მოსწავლეებმა სლაიდებიდან უნდა გამოარჩიონ მხოლოდ შინაური ცხოველები და
დაახასიათონ.
|
პრეზენტაცია
დემონსტრირების მეთოდი.
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,მონიტორი, სლაიდშოუ.
|
10წთთ
|
4
|
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს Tდიაგრამას.ერთი ნაწილი განკუთვნილია შინაური
ცხოველების ჩამონათვლისათვის,მეო
რე კი გარეული ცხოველებისათვის.მოსწავლეები ავსებენ დიაგრამას და შესაბამის
სვეტში წერენ ცხოველთა სახელებს.
|
გრაფიკული ორგანიზატორი.
|
მთელი კლასი.
|
ფლიფჩარტი,ცარცი
ფლომასტერი.
|
6წთ
|
5
|
თაბახის ფურცლებზე ხატია შემდეგი ცხოველები-ძაღლი,ვირი,კატა,ლომი,ზებრა,
ცხენი, ღორი, აქლემი ძროხა,თხა,ცხვარი,ვეფხვი
მგელი,მელია,დათვი.
ქვემოთ აქვს წარწერა-შინაუ
რი ცხოველები,გარეული ცხოველები.მასწავლებე
ლი ავალებს ბავშვებს წყვილებში
დაათვალიერონ ეს სურათები და
წაიკითხონ წარწერები.ერთობლივად იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება:რომელიც ამ ცხოველისათვის შესაფერისად
მიაჩნიათ,დატოვონ,მეო
რე კი გადახაზონ.
შემდეგ კი ეს ცხოველები გააფერადონ
|
ჯგუფური მუშაობა.
|
წყვილებ
ში მუშაობა.
|
თაბახის ფურცლები,
სამუშაო ფურცლები,
ფერადი ფანქრები.
|
8წთ
|
6
|
მასწავლებელი კლასს ჰყოფს 4 ჯგუფად.
პედაგოგი იყენებს ელექტრონულ რესურსს.
ბავშვებმა ბუკებში უნდა შეასრულონ
დავალებები.
(learning Apps) - შესრულებული დავალებები.
მასწავლებელი აძლევს დავალებებს:
1-ლი ჯგუფი წერს იმ ცხოველების სახელებს,რომლებიც ჭამენ ბალახს.
მე-2 ჯგუფი წერს-რომელი ცხოველი ჭამს ხორცს.
მე-3 ჯგუფი წერს-რომელ ცხოველებს აქვთ ბრჭყალები.
მე-4 ჯგუფიკი- რომელს აქვს ჩლიქები და რქები.
გაკვეთილის
შჯამება
მასწავლებელი აჯამებს გა
კვეთილს.
შეკითხვების საშუალებით იგებს ახლად შესწავლილი მასალის ცოდნის დონეს.
შეფასება
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს ინდივიდუა
ლურადაც და ჯგუფურადაც.აძლევს გამავითარებელ შეფასებებს .
საშინაო დავალება:
მოიძიონ ინფორმაცია ერთ შინაურ და ერთ გარეულ ცხოველზე.
|
ჯგუფური
მუშაობა.
|
ჯგუფებში.
|
კომპიუტერი,მონიტორი,ბუკები.
|
12წთ.
|
გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
|||
აქტიურობა და ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
|||
ურთიერთმოსმენა და თანამშრომლობა.
|
|||
გამართული და სწორი მეტყველება.
|
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი-ლუიზა პეტრიაშვილი
სწავლების საფეხური-საბაზო, მე-9 კლასი.
მოსწავლეთა პროფილი- 15 მოსწავლე,განსაკუთრებული საჭიროების
მიდგომის მმოსწავლე არ არის.
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა.
გაკვეთილის მთავარი თემა-ძალადობა მოზარდებში
გაკვეთილის
მიზანი- მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს და გაიაზრებენ,ასევე გაეცნობიან თემასთან დაკავშირებულ
ტერმინებსა და ფრაზებს.გაერკვევიან ბულინგიას არსში, იმსჯელებენ ,ისაუბრებენ პრობლემისა
და მისი გადაჭრის გზების შესახებ.გაიგებენ,რა
არის ძალადობა , გაეცნობიან ძალადობის სახეებს,გაიგებენ,როგორ
დაიცვან ავი ძალადობისგან.
გაკვეთილის
აქტუალობა, მნიშვნელობა-მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი
ძალადობის შესახებ,გაერკვევიან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან.
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგი-კავშირი ესგსთან
ქართ.საბ.1
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში მოცემული ფაქტობრივი და კონცეპტუალური ინფორმაციის ამოცნობა
-გააზრება.
ქართ.საბ.7.საკუთარ
გამოცდილებაზე დაყრდნობით ტექსტის შეფასება,ტექსტის
მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და
ახსნა
-დასაბუთება.
შეფასება-მასწავლებელი
სასწავლო შედეგებს ამოწმებს განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასებებით.გაკვეთილზე გამოყენებულია შეფასების ინსტრუმენტები-გამოკითხვა-უკუკავშირი.
საჭირო
რესურსები-სახელმძღვანელო,ფლიფჩარტები,სამუშაო ფურცლები,ვიდეომასალა,კომპიუტერი,პროექტორი.
კლასის
ორგანიზება-ინდივიდუალური დაჯგუფური.
გაკვეთილის მსვლელობა
#
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზება
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის მიზანს,ასევე შეფასებებს.
|
|
ფორუმი
|
შეფასების ცხრილი,ფლიფპჩარტი
|
5წთ
|
2
|
მასწავლებელი კითხვების საშუალებით ამოწმებს წინარე ცოდნას,მოსწავლეები
იხსენებენ შესწავლილი მასალიდან ბულინგის მაგალითებს,ისინი ჩამოთვლიან ძალადობის
სახეებს.
|
გონებრივი იერიში
|
მთელი კლასი
|
ფლიპჩარტი,მარკერი
|
5წთ
|
3
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბულინგის პრევენციის შესახებ,განსაკუთრებულ
აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ბულინგი მრავალჯერადი ქმედებითაა გამოწვეულ
ი, იგი ყოველთვის დაშინების და დამორჩილების მიზნით არის გამოწვეული.
|
მინი-ლექცია
|
ფორუმი
|
|
10წ
|
4
|
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეო-ფილმს-,,ყვირილი“.
|
თვალსაჩინოება
|
მთელი კლასი
|
ვიდეო,კომპიუტერი,პროქტორი
|
10წ
|
5
|
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განიხილავენ ფილმის გმირების საქციელს,მსჯელობენ
და საკუთარ აზრს აფიქსირებენ
|
დისკუსია
|
ინდივიდუალურად,ჯგუფებში
|
|
5წ
|
6
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტებს,სადაც მოცემულია სიტუაციები
ბულინგის შესახებ.წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ამოიცნობენ ძალადობის სახეებს, გააკეთებენ
დასკვნებს ბულინგის პრევენციის შესახებ.
|
ინფორმაციის ამოცნობა,
გაკვეთილის შეჯამება.
|
ინდივიდუალური
|
ტექსტი,აქტივობის ბარათები.
|
5წ
|
7
|
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს და აფასებს მოსწავლეებს.
აძლევს საშინაო დავალებას-დაწერონ
არგუმენტირებული ესე-შესაძლებელია თუ არა დასჯა იყოს აღზრდის საშუალება?“
|
განმავითარებელი შეფასება
|
ფორუმი
|
შეფასების სქემა
|
5წ
|
ძალიან საინტერესო მასალებია.მადლობა.
ReplyDelete