რეფლექსიები


კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია


მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 13.05,15.05, 17.05 2019 წელი

შეხვედრის / შეხვედრების თემა: ბლოგის შექმნა, მართვა და გამოყენება.

შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: შეხვედრის მიზანი იყო, მასწავლებლებს შეექმნათ საკუთარი ბლოგები,ესწავლათ მასზე მუშაობა და განეთავსებინათ ბლოგზე თავიანთი შექმნილი სასწავლო რესურსები.



გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სამუშაო შეხვედრებზე განვიხილეთ.რა არის ბლოგი,როგორ უნა შევქმნათ ახალი ბლოგი, ბლოგზე შესვლა,ბლოგის საბლონის და დიზაინის არჩევა,მერე პოსტის გამოქვეყნება და ბლოგის დათვალერება.ვისწავლეთ ახალი ვერდების დამატება ,გაჯეტების ჩასმა, ბლოგზე ვიდეოს და სურათების ატვირთვა,ბმულის გამოქვეყნება და ფაილების ატვირთვა.






როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

ბლოგი ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ ზრდას და კოლეგებს  შორის თანამშრომლობით დამოკიდებულებას.ბლოგზე განთავსებული ინფორმაციები ასრულებს საგანმანათლებლო მისიას და უამრავ პედაგოგს ეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.






როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?

საგანმანათლებლო ბლოგი იმისთვის არის რომ ერთი პედაგოგის ნაშრომი და ნააზრევი მეორემაც გაიზიაროს,ასევე, მოსწავლტა ნამუშევრების გამოქვეყნებაც არის მნისვნელოვანი,რომ ყველამ ნახოს, ამა თუ იმ პედაგოგს რა შედეგები აქვს კლასში.
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები განვათავსე ბლოგზე და იმედი მაქვს ,სხვა პედაგოგები გაიზიარებენ ჩემს გამოცდილებას და აზრებს.










               რეფლექსია  პროექტის  განხორციელებაზე


პროექტის განხორციელება გადავწყვიტე,რათა მომეხდინა მე-4 კლასელი მოსწავლეების მუშაობის ორიგინალობის და გამომგონებლობის დემონსტრირება. საჭირო იყო შმოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა.გაჩნდა ბევრი იდეა ,თუ რამდენად შეიძლება საინტერესო გახდეს ნებისმიერი შემოქმდებითი სამუშაო თავისუფლების მიცემით და პასუხისმგებლობის გაზრდით .
პროექტში ჩადებული იდეების განხორციელება  უმეტესად მოხერხდა,დასახული მიზნები იქნა მიღწეული.მოსწავლეებს ჰქონდათ დიფერენცირებული დავალებები,რომლებიც კარგად შეასრულეს.პროექტი განხორციელდა ე.ს.გ.-ს გეგმის მიხედვით.მათ შექმნეს ნახატები,მოაწყვეს გამოფენა,გააკეთეს კედლის გაზეთი, დაწერეს თხზულებებიგაზაფხულის თემაზე,გააკეთეს ჩანახატები შთაბეჭდილბების მიხედვით..
პროექტებით სწავლება გახდა მეტად საინტერესო და სასარგებლო მოსწავლეებისათვის.მათ შეძლეს დამოუკიდებლად მუშაობა სხვადასხვა საკითხის ირგვლივ .მიიღეს გამოცდილება ,თუ როგორ კეთდება პროექტი.
ვფიქრობ,პროექტი ყველა კომპონენტში იყო წარმატებული.გეგმით  გათვალისწინებული ყველა აქტივობა შესრულდა .პროექტის განხორციელებით ხელი შევუწყე მოსწავლეთა კომუნიკაციას,იდეებისა და აზრების ეფექტურად გამოხატვას  წერითი თუ სიტყვიერი ფორმებით.მოსწავლეებს აუმაღლდათ თანამშრომლობის,ურთიერთპატივისცემის  უნარები. ჩემი აზრით, გაუმჯობესება სჭირდება მოსწავლეთა წერით მეტყველებას, ეს არის მათი სუსტი მხარე ,უჭირთ საკუთარი აზრის წერილობით გადმოცემა.
მომავალში  ,მსგავსი სასწვლო პროექტის განხორციელების დროს დიდ დროს დავუთმობ  წერის სტრატეგიებს,რათა უკეთესად შეძლონ მოსწავლეებმა პროექტის ყველა კომპონენტის  დამოუკიდებლად შესრულება.


ლ.პეტრიაშვილი.









                             რესურსის რეფლექსია


ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი ეხება ოთარ ჭილაძის ლექსს-,,ადამიანი გაზეთის სვეტში“. აღნიშნული რესურსი შექმნილია მე-9 კლასის ესგ-ის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად,რომლის  მიზანია,ხელი შეუწყოს მოსწავლეებს,უკეთ გაიაზრონ და გაიგონ ნაწარმოების დედააზრი.შეძლონ სათანადო დასკვნების გამოტანა,პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და მსჯელობა.
ლექსს მსახიობი კითხულობს,ემოციური ფონის გასაძლიერებლად წარმოვადგინე ფოტოკოლაჟი,რომელიც შინაარსობრივად მიჰყვება ტექსტის კითხვის პროცესს.ვინაიდან, მე ვმუშაობ არაქართველენოვან მოსწავლეებთან,ეს ლექსი ცოტა ძნელი გასაგები იქნებოდა მათთვის,ამიტომ ძალიან გასაგებად და მარტივად მივაწოდე ეს რესურსი.
აღნიშნული სასწავლო რესურსით გაიზრდება მოტივაცია შესასწავლი საკითხის და კერძოდ,საგნის მიმართ,მოსწავლეები უკეთესად აღიქვამენ და გაიაზრებენ ლექსში წამოჭრილ პრობლემებს.არგუმენტების დახმარებით იმსჯელებენ,შესაძლოა, დისკუსიაც  გამართონ შესწავლილ თემასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით,რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის დროს ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას,უმაღლებს მოტივაციას,დამახსოვრების დონეც მაღალია.ასევე,აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის  მოსწავლეების მოთხოვნილებებს.ხელს უწყობს მოსწავლის მრავალმხრივი უნარების გამოყენებას სხვადასხვა საგანში.
აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსები ,ვფიქრობ,რომ კარგი იქნება სხვებისთვისაც, ვისაც უნდა, რომ კარგად ასწავლოს ამ გენიალური პოეტის,ოთარ ჭილაძის შესანიშნავი ლექსი-,,ადამიანი გაზეთის სვეტში“.იმედი მაქვს,დაეხმარება ჩემს კოლეგებს ეს რესურსები გაკვეთილის დაგეგმვის დროს.






https://docs.google.com/document/d/1n5mJzoV1aZ_Y09CwTh-gs_xr-D3EbahL/edit?usp=share_link&ouid=109920625882465608392&rtpof=true&sd=true



1 comment:

  1. საინტერესო რეფლექსიებია.საჭირო და გამოსაყენებელი.მადლობა ლუიზა!

    ReplyDelete