ეკო-კლუბი.




რგანიზაცია ,,ეკოხედვა’’-პროექტი-დავასუფთავოთ საქართველო-Clean up Georgia საერთაშორისო სასკოლო პროექტი SPARE . გარდაბნის მუნიციპ. სოფ. ქესალოს საჯარო სკოლის
პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი


თარიღი-2014 წლის  17 მარტი
შეხვედრის ადგილი-ს.ქესალოს საჯარო სკოლა.
კრებას ესწრებოდნენ-ქესალოს საჯარო სკოლის მასწავლებლები- ლუიზა პეტრიაშვილი, ირმა ბეგიაშვილი, მაია კურტანიძე და მოსწავლეები

.                        დღის წესრიგი:

1. მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიის სფეროში.
2.დადგენილება კლუბის შექმნის და მისთვის ,,ეკოკლუბის ‘’ დარქმევის შესახებ.
3.მოსწავლეებისთვის  სახელმძღვანელოების ,,ჩვენ ნარჩენები და დანარჩენები’’ ჩვენება და გაცნობა.

                 ეკო-კლუბის სასწავლო წლის ამოცანები:

1.ჩაატარონ  დასუფთავების აქცია  სკოლაში.
2.მიაწოდონ მოსწავლეებს მეტი ინფორმაცია გარემოს დაცვის შესახებ, ინტერნეტის საშუალებით აჩვენონ ბავშვებს  გარემოსდაცვითი გადაცემა,,ეკოვიზია’’.
კრებაზე   ი. ბეგიაშვილმა მოსწავლეებს მიმართა, რომ აუცილებელი იყო მათი მხარდაჭრა, ენთუზიაზმი და შრომა, რათა ერთად ეშრომათ სკოლის ეკოლოგიური სისუფთავისთვის და გარემოს დაცვისთვის .
პედაგოგმა ლ.პეტრიაშვილმაგააცნო მოსწავლეებს ეკოკლუბისთვის წესდების სავარაუდო ვარიანტი და  იმედი გამოთქვა, რომ კლუბის წევრები ერთად იშრომებდნენ და შექმნიდნენ პროექტებს.
კრების ბოლოს კლუბის კოორდინატორებმა დიდი მადლობა მოუხადეს  ს. ქესალოს საჯარო სკოლის დირექტორს მხარდაჭერისთვის.
დაადგინეს, რომ კვირასი ერთხელ მოხდება ხოლმე ეკოკლუბის წევრებთან შეხვედრა და გეგმების გაცნობა. ამ გადაწყვეტილებას ყველამ დაუჭირა მხარი.
კრების თავმჯდომარე- მაია კურტანიძე.
17 . 03/2014 წელი.

სოფ. ქესალოს საჯარო სკოლის ,,ეკოკლუბის’’   შეხვედრის ოქმი:
თარიღი-2015 წ.18 09
შეხვედრის ადგილი- ს.ქესალოს საჯარო სკოლა


კრებას ესწრებოდნენ- ი.ბეგიაშვილი, ლ.პეტრიაშვილი და მ.კურტანიძე

          დღის წესრიგი:

1.სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ,რომელიც დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია მდგრადი განვითარების კავშირი,,ეკოხედვის’’ მხარდაჭერით , გამართეს შეხვედრა მოსწავლეებთან თემაზე-,,დაასუფთავე გარემო“.
2.მოსწავლეებმა მოისმინეს ეკოხედვა ,,ecovision’’მიერ შექმნილი სიმღერები ნარჩენების თემაზე.
3.ლუიზა პეტრიაშვილი გამოვიდა სიტყვით და მოსწავლეებს აცვენა და გააცნო სახელმძღვანელო-,,მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე’’.
4.მოსწავლეებმა გამოთქვეს ტავიანთი შთანეჭდილებები და ისაუბრეს , თუ რისი გაკეტება სურდათ მომავალში.
კრების ბოლოს დაიგეგმა , რომ რამდენიმე დღის მერემ მოხდებოდა სასკოლო მიდამოების  დასუფთავება.
კრების თავმჯდომარე- მაია კურტანიძე.




ორგანიზაცია,,ეკოხედვა’’-პროექტი-დავასუფთავოთ საქართველო-CLEAN  UPGEORGIA
საერთაშორისო სასკოლო პროექტი SPARE-ს ს. ქესალოს საჯაროსკოლის  ეკოკლუბის  სამუშაო შეხვედრის ოქმი.
შეხვედრის ადგილი-  ს. წესალოს საჯარო სკოლა.
კრების ჩატარების დრო-2016 წლის 19. 09
კრებას ესწრებოდნენ  ეკოკლუბის ინიციატორები -მ.კურტანიძე, ლ. პეტრიაშვილი , ი. ბეგიასვილი და  წევრი მოსწავლეები.
                      
                                 დღის წესრიგი:

1.კლუბის წევრთა ორგანიზებით მიიღეს გადაწყვეტილება, დაერგოთ სკოლის მიმდეგარე ტერიტოტიაზე მარადმწვანე ნარგავები.
2.ბავშვებმა მოისმინეს ი. ბეგიაშვილის მინი -ლექცია,,დავრგოთ რაც შეიძლება მეტი ხე’’.
3. ლ.პეტრიაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ  მომავალში კავშირი ჰქონოდათ საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან და მათი მხარდაჭრა მოეპოვებინათ.
კრების ბოლოს გადაწყვეტილება მიიღეს ეკოკლუბის წევრებმა, რომ მეორე დღეს  დარგავდნენ მარადმწვანე ნარგავებს.
გადწყვეტილებას ყველამ მხარი დაუჭირა.
კრების თავმჯდომარე- მაია კურტანიძე. 19.09.2016.    




















რგანიზაცია ,,ეკოხედვა’’- პროექტი- დავასუფთავოთ საქარათველო-clan up georgia-ს მხარდაჭერით შექმნილ სოფ. ქესალოს საჯარო სკოლია ეკოკლუბის წევრ მოსწავლეთა  სასწავლო პროექტი  თემაზე-  ,, დედამიწის დღე ‘’. 


პროექტის   მომზადებაზე  დიდი გავლენა მოახდინა ს. ქესალოს საჯარო სკოლაში მოქმედმა ეკოკლუბმა და იქ მოსმენილმა ინფორმაციამ . ეკოკლუბის კოკრდინატორების  ხელსეწყობით მე 8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს  ეს პროექტი.
       
 პროექტში მონაწილე მოსწავლეთა მონაცმები:
1.სევჯან ქარიმოვა- კაპიტანი.მე-8 კლასი.
2.ქამრან ქარიმოვი-მე-8კლასი
3. თურქანა ოსმანოვა- მე-8 კლასი.
4.შაფიგა ხალილოვა-მე-8კლ.
5.აისუნ ხოჯაევა-მე8კლ.
მასწავლებლები-ლუიზა პეტრიაშვილი-ქართული ენის და ლიტ-ის მასწ.
ირმა ბეგიაშვილი-ქართული ენის და ლიტ. მასწ.
პროექტის კაპიტანი-სევჯან ქარიმოვა -აქტიური მოსწავლე, კარგი ორგანიზატორი, კომუნიკაბელური ადამიანი, პატივს სცემს სხვის აზრს.
შესავალი- 22 აპრილი დედამიწის დღეა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  გარემოდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მილოინობით მოხალისე მონაწილეობს.
დედამიწ ა განსაკუთრებული პლანეტაა ჩვენი მზის სისტემაში. იგი ერთადერთია, რომელზეც არსებობს სიცოცხლე სხვადასხვა ფორმით-უმარტივესი არაუჯრედული ფორმებიდა ნ დაწყებული, ადამიანით დამთავრებული.
ადამიანი ამაყობს  თავისიგამარჯვებებით ბუნებაზე, მაგრამ უფრო საამაყოა ადამიანის საქმიანობა დედაბუნების -ტყის, წყლის, ჰაერის , მიწის დაცვის და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

პროექტის მიზანი:

ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ საჭირო მიმართულება გარემოს  დაცვის და კერძოდ, დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ.
ქვემო ქართლის რეგიონი მდიდარია წყლით, ტყით და ნაყოფიერი მიწებით და როგორ უნდა მივხედოთ, რომ არ დავაბინძუროთ და მოვუფრთხილდეთ?
პროექტის განხორციელება:
პირველ რიგში გამოვიკვლიეთ ჩვენი სოფლის მიდამოები, როგორ გამოიყურება, სად  რა იყო დაბინძურებული. ჩვენ ფოტოებიც გადავიღეთ და დავგეგმეთ დადასუფთავებელი ღონისძიება.
შემდეგ გამოვიკვლიეთ ტყის მდგომარეობა. ტყე ესაზღვრება ჩვენს სოფელს , ამ ტყის მომხმარებლები არიან სოფლის მაცხოვრებლები.ერთი მოსწავლე, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს, მოგვიყვა ტყის ზოლში გაჩენილი მავნებლის შესახებ.იგი ყვებოდა მატლების რაოდენობასა და ზომაზე . ერთი სიტყვით, ტყე იყო სრულად დაუცველი. მოსახლეობამ მიმართა მცენარეტა დაცვის სამსახურს , რომელმაც მცენარეთა დაცვის რესპუბლიკურ სამსახურთან ერთად შემოიტანეს და სოფლის მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგეს პრეპარატი-,,დეცისი’’.
ეკოლოგიური წრის წევრებმა  ასევე  აღმვაჩინეთ, რომ სოფელში, საკარმიდამო ნაკვეთებში  მძვინვარებს პარკიხვევია მატლი, რომელიც ანადგურებს მცენარის მწვანე ნაწილს და ღეროს.

პროექტის მნიშვნელობა:

პროექტზე მუშაობის დროს მოვიძიეთ ბევრი სსარგებლო მასალა, რომელიც ჩვენთვის, ეკოლოგიური კლუბისწევრებისთვის  ცოდნის მომცემი აღმოჩნდა.პროექტზე მუშაობისას გავეცანით ასევე მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებებს.ეს ალბათ მომავალში გამოგვადგება სკოლაში ჩვენს მიერ დარგული ნარგავების მოსავლელად.
პროექტის ეფექტურობა:
პროექტზე მუშაობისდროს მივხვდით, რომ საჭიროა ტყის მოვლა, წყალი ხომ ტყიდან იღებს სათავეს და სუფთა წყლით  გვამარაგებს.
გზების , ქუჩების სისუფთავე ისევე აუცილებელია და იასე უნდა მოვეპყროთ , როგორც ჩვენს საკუთარ ეზოს და სახლს ვუვლით.
გვახსენდება დიდი გალაქტიონის სიტყვები-,,და არის ქვეყნები  სხვა, რომელტაც არა აქვთ არცა მდინარე, არცა ტყე...’’საშინელაბააა, გქონდეს და ვერ მოუარო, დაღუპო , დაკარგო იგი.
პროექტის ბოლოს მონაწილეებმა მსმენელებს აჩვენრს ვიდეო, რომელიც ჩათარდა მცხეთაში-,,ერთი კვირა პოლიეტილენის პარკის გარეშე’’.
მოსწავლე-აისუნ ხოჯაევამ არმოდგინა ,თუ როგორ შეიძლება პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება გაზეთიდან გამოჭრილი და დაწებებული პარკების საშუალებით. მან იქვე აჩვენა, თუ როგორი ადვილია მისი დამზადება.

პროექტის  შედეგები:

დედამიწის დღე-რომელზეც ბევრი ისაუბრეს მოსწავლეებმა, დადებითი  შეფასება გამოიწვია პედაგოგებს და მოსწავლეებს  შორის. ამ პროექტმა გამოუმუშავა მოსწავლეებს სხვადასხვა სასარგებლო უნარ-ჩვევები.ბევრი საკითხი განხილვის მერე მათი ცოდნის თვალსაწიერი უფრო გაიზარდა.განუვიტარდათ კომუნიკაბელურობა, შემოქმედებითობა, თვითდაჯერებულება და ნტერესი შესასაწავლი თემისადმი.
მოსწავლეთა თვითშეფასება:
ჩვენ ვთვლით, რომ ვართ ბუნების ქომაგები, გვიყვარს , ვუვლით და ვუფრთხილდებით ბუნებას.ჩვენი პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯია გარმოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ჩვენი წრის წევრებს მომავალში კიდევ გვსურს სხვა პროექტების კეთებაც და იმედი გვავს, ჩვენი ეკოკლუბის მასწავლებლებიც ხელს სეგვიწყობენ მუშაობაში.

მოსწავლეებმა პროექტის ბოლოს წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები თემაზე-,, გავუფრთხილდეთ დედამიწას“. ნახატების ავტორი იყო გუნდის კაპიტანი-სევჯან ქარიმოვა.
ასევე წრმოადგინეს ნამუშევრები ა. ხოჯაევამ, შ ხალილოვამ და სხვებმა.
მოსწავლეების  ნამუშევარი მოიწინა დირექვიამაც და შეაქო.

2017 წელი 22 აპრილი.




პროექტი დავასუფთავოთ საქართველო-clean up geoegia-ს მხარდაჭერით შექმნილი სოფ. ქესალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბის  მორიგი სამუშაო შეხვედრის ოქმი

თარიღი- 2017წელი 05. 06
კრების ჩატარების ადგილი- ს.ქესალოს საჯარო სკოლა.
კრებას ესწრებოდნენ კოორდინატორები- ლ.პეტრიაშვილი, ი. ბეგიაშვილი და მ. კურტანიძე

                    დღის წესრიგი:

.სახელმძღვანელოების გაცნობა შემდეგ თემებზე:
1.პოპულარული სახელმძღვანელო მყარი ნარცენების მართვის საკითხებზე.
2.საპარაციის მეთოდის პოპულარიზაცია.
3.კომპოსტირების მეთოდის პოპულარიზაცია.
მოისმინეს  ლექცია ,, გარემოს დაბინძურება სახიფათო ნარჩენებით.მათი ზემოქმედება ადამიანის ჯანმრტელობაზე და როგორ უნდა დახარისხდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
დაიგეგმა დასუფთავების აქცია.
გამოითქვა მოსაზრება, რომ აქციასი მონაწილეობას მიიღებდა მარტო სკოლის მოსწავლეები კი არა, მთელი სოფლის მოსახლეობა.
გაწმენდილი იქნება ასევე სასკოლო ტერიტორია და ნარჩენები შორს იქნება გატანილი.( ამაზე უკვე გაფრთხილბულნი არიან].
ბოლოს ეკოკლუბი ინიციატორმა მასწავლებლებმა მოუწოდეს სხვა პედაგოგებსაც, რომ ჩართულიყვნენ საერთო საქმეში.
კრების თავმჯდომარე -მ. კურტანიძე  05 .06. 2017 წელი.










2 comments:

  1. რა საინტერესოა,რომ ჩვენს სკოლასი ასეთი შემართებით მუშაობენ პედაგოგები.

    ReplyDelete
  2. რამდენი რამ გაგიკეთებიათ,ყოჩაღ გოგოებოო!

    ReplyDelete