სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობადა გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობისდემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
● ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
● შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდაინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური
და რეალური წვლილის შესატანად.
კრიტიკული
აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
● სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად
და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია,ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვაწერილობითი
თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის
დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების მისაღწევად საჭიროკომპრომისისთვისმზადყოფნისადა
მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურადდა ეფექტიანად მოპოვება,კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზეწვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.
მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების
შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების
ცოდნა;
● მესიჯების
ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში
ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის დარწმენაზე თუ ქცევაზე
მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციაზეწვდომისადა მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი
საკითხებისსაფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
● ციფრული
ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება
ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება
ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის
გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის
საშუალების.
● ინფორმაციაზეწვდომისადა მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი
საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
● საკუთარისასწავლო
საჭიროებებისა დაწარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების
განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს
ჩატარება,ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
● ინიციატივის
გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
● დავალებების
განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭებადა შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
● დროის
და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● უწყვეტი
განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა
და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრდაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
● კულტურული
განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისადა
მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
● მაღალი
სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად
შესრულებისათვის;
● გულმოდგინებისა
და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
● ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
● ჩართული
მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
● ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი
[1]წყარო:პარტნიორობა
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისთვის www.21stcenturyskills.org. მასალის გამოყენების
უფლება მიღებულია.
მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.
მეთოდთა კლასიფიკაცია
დისკუსია/დებატები – ინტერაქტიური სწავლების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება
მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
- ჯგუფური (collaborative) მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები
ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან
გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს
სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას
სასწავლო პროცესში.
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი
ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
- თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის
თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს
თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის
წევრი მუშაობს პრობლემაზე,ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
- ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა
სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.
- შემთხვევის ანალიზი
(Case study)
- პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ
და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, მედიცინის სფეროში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის განხილვა, პოლიტიკის მეცნიერებაში ეს შეიძლება იყოს კონკრეტული, ვთქვათ ყარაბახის
(სომხეთ-აზერბაიჯანის) კონფლიქტის ანალიზი
და ა. შ.
- გონებრივი იერიში
(Brain storming) -
ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად
განსხვავდებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი
ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი
ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
- პრობლემის/საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრა.
- დროის გარკვეულ მონაკვეთში აუდიტორიისგან საკითხის ირგვლივ არსებული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე).
- გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტ შესაბამისობას ავლენს დასმულ საკითხთან.
- კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.
- შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით.
- უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა.
- როლური და
სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც
დისკუსია, როლური თამაშებიც
უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.
- დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის
მიიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია., ხშირ შემთხვევაში
უმჯობესია, მასალა ერთდროულად
აუდიო და ვიზუალური გზით
მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის
მიერ. ეს მეთოდი
გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი
შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს,
ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს, როგორიცაა, მაგალითად, მათემატიკური ამოცანის ამოხსნა, მისი საფეხურების
დაფაზე თვალსაჩინოდ წარმოდგენის სახით, ან ისეთი
რთული სახე მიიღოს, როგორიცაა მრავალსაფეხურიანი საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტის ჩატარება.
- ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი
და სინთეზი.
- სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ, ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
- სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
- სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
- სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას.ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც მთელის დანახვის უნარის განვითარებას.
- ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის
გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით
განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
- ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ
დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
- ელექტრონული სწავლება (E-learning) – ეს მეთოდი მოიცავს სწავლების სამ სახეს:
- დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პროფესორისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის
გადაცემა ხორციელდება
ელექტრონული კურსის საშუალებით.
- ჰიბრიდული (დასწრებული/დისტანციური), სწავლების ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში.
- მთლიანად დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის ფიზიკური თანდასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად ელექტრონული ფორმატით მიმდინარობს.
მოცემული ძირითადი მეთოდების გარდა არსებობს სწავლების უამრავი მეთოდი, რომლის შერჩევა მასწავლებელს შეუძლია კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე.
ძალიან მომეწონა,მადლობა და გამოვიყენებ აუცილებლად.
ReplyDelete