Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს  ვიმუშავეთ   V  მოდულზე-  პროექტის შეფასებაზე  პროექტის შეფასების რუბრიკებზე..გავაკეთეთ  პროექტის შეფასების რუბრიკები.
მე დავამუშავე:
1.პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და 2.წერითი შეფასების რუბრიკა.
იყო ძალიან შრომატევადი და  ნაყოფიერი დღე .
მადლობა დიდი ქალბატონო ლია .

Saturday, March 30, 2019

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს საინტერესო დღე იყო. განვიხილეთ საავტორო უფლებები.,საავტორო უფლებების ქაოსი.გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი,სადაც ავიღე 80%.
განვიხილეთ საავტორო უფლებათა აცოციაცია,საძიებო სისტემები.  ძიების სინტაქსი.
ბოლოს ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს მეტად  დატვირთული დღე გვქონდა.ბევრი რამე ვისწავლეთ.
პროექტის შეფასების სტრატეგიები. შფასების მეთოდები.გავაკეთეთ პროექტის სლაიდ შოუები.მოკლედ,ბევრი ვიმუშავეთ და ეს დღე იყო ნაყოფიერი. ვარ დაღლილი და კმაყოფილი.
რა მეთოდებს  გამოვიყენებ:

პროექტის დასაწყისში-

 1. მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმება.
2 გონებრივი იერიში..

3. რა ვიცოდი -რა ვისწავლე.

პტოექტის მსვლელობისას


1.ჯგუფებზე დაკვირვება
2.ვიდეო და ფოტოჟურნალები.
3.პროექტის გეგმები.


პროექტის დასასრულს


1.პროდუქტები
2.შესრულებები
3.წერითი და ზეპირი ტესტები.

Saturday, March 23, 2019

ტრენინგის მესამე დღე

დღევანდელი დღე იყო მეტად საინტერესო.
დღევანდელი ტრენინგის თემა იყო-მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები პროექტისათვის.გავიგეთ, რომ  არის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რომლებიც აუცილებელია მაღალი სააზროვნო უნარების გასავითარებლად,მნიშვნელოვან თემებზე ყურადღების გასამახვილებლად.
დავწერეთ პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი.



დავწერეთ მიმართულების მიმცემი კითხვები:
როგორ იცვლება სამყარო ჩვენს თვალწინ?
·         რის  გაკეთება შეუძლიათ მოსწავლეებს, რომ უკეთ დაინახონ სამყაროს  სილამაზე?
·         რამდენად შეიძლება წერა გახდეს საინტერესო შემოქმედებითი თავისუფლების მიცემით?
·         რომელი მწერლის ნაწარმოები გახსენდებათ გაზაფხულის თემაზე?
·         რომელი ლექსი შევისწავლეთ ბოლოს გაზაფხულზე?
·         რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წიგნი თქვენთვის?
·         რომელი თემა იყო განსაკუთრებით საინტერესო პროექტზე მუშაობისას?


Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება მეტად მნიშვნელოვანია.
გავაკეთეთ ბუკლეტები.

Saturday, March 16, 2019

პირველი დღე


რეფლექსია

მე ძალიან მომეწონა დღევანდელი  ტრენინგი.გავეცანი სასწავლო პროექტებზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდებს.გავხსენით ელექტრონული პორტფოლიო.
დღეს გავეცანით პირველ მოდულს- პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
გავეცანი პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს. სხვადასხა თემებს,მიზნებს .ავირჩიე პროექტის სახელწოდება . ეს არის-,,გაზაფხულის  სასკოლო წიგნი".